სულ ახლახან ცნობილმა ინგუშმა მილიარდერმა მიხაილ გუცერიევმა, რომლის ვაჟის გრანდიოზულ ქორწილზე წლების წინ ყველა წერდა, ამჯერად ქალიშვილი დააქორწინა. რასაკვირველია, ეს ქორწილიც არანაკლებ პომპეზური იყო. სკანდალურობა და აჟიოტაჟი კი იმ ფაქტმაც შემატა, რომ გუცერიევის მეგობარმა, ქართული წარმოშობის მომღერალმა გრიგორი ლეფსმა შუა ქორწილში მიკროფონი მოისროლა და "ლეზგინკა" იცეკვა.
მილიარდერის ქალიშვილი სოფია ვინმე ინგორ პატიევს გაჰყვა ცოლად. თუმცა სიძის ფოტო არსად გამოჩენილა და რატომ არის გასაიდუმლოებული, ამაზე რუსულ პრესაში ჯერ კიდევ მსჯელობენ.
არ ჩანს სიძე, სამაგიეროდ, ჩანს პომპეზურად მორთული დარბაზი, სადაც ცისფერი დომინირებს, გრანდიოზული სუფრა, გოგონას მდიდრული კაბა მრავალმეტრიანი შლეიფით და მოწვეული ძვირად ღირებული ვარსკვლავები - ნიკოლაი ბასკოვი, ფილიპ კირკოროვი, ანი ლორაკი... ამკერად გუცერიევმა უცხოეთიდან არ მოიწვია არავინ - ცნობილია, რომ ვაჟის, საიდის ქორწილში მას ჯეი ლო ჰყავდა ჩამოყვანილი.
ვინ არის ინგუში მილიარდერი, რომლის ზღაპრულმა ქორწილმა მსოფლიო აალაპარაკა?