როგორც ცნობილია, სოფო ნიჟარაძე ქალიშვილთან - ელის მარია სააკაშვილთან ერთად ბოლო პერიოდია საქართველოში იმყოფება. გოგონამ დედასთან ერთად საახალწლო ღონისძიებაშიც მიიღო მონაწილეობა და მთავარი არხი საახალწლო გადაცემის ჩაწერისას ცენაზეც დედის გვერდით იდგა.
"ელის მარიას პირველი ეთერი" - ასეთი კომენტარი გაუკეთა გადაცემის ანონსს სოფო ნიჟარაძემ.
როგორც ცოტა ხნის წინ აღნიშნა სოფომ იმავე არხზე საუბრისას, ბავშვს დედის დახმარებით ზრდის, თუმცა ძირითადად თავად არის აღზრდაში ჩართული.
"დედა ძალიან მეხმარება, მაგრამ მე ვზრდი და ამიტომ სრულიად სრულფასოვნად ვარ ჩართული. ამან, რა თქმა უნდა, შემცვალა როგორც ადამიანი, როგორც მომღერალი, როგორც არტისტი და ხმაში ტემბრიც კი შეიცვალა“.