კლასირა და დეივ მორისები ავსტრალიელები არიან. ბოლო 13 წლის განმავლობაში არ დაუკარგავთ იმედი, რომ მშობლები გახდებოდნენ. ამ დროის მანძილზე გადაიტანეს მუცლის რვაჯერ მოშლა და მკვრადშობადობაც. და აი, 2021 წლის 17 დეკემბერს მათი ოცნება ახდა. წყვილს ხელოვნური განაყოფიერების ერთ-ერთი მეთოდის მეშვეობით ვაჟი გაუჩნდა. პროცედურა კვერცხუჯრედის ციტოპლაზმაში სპერმატოზოიდის ინიექციებს გულისხმობს და გამოიყენება მამაკაცის უნაყოფობის დროს. ფერტილობის პრობლემა დეივს იმის გამო აღმოაჩნდა, რომ მისი სამუშაო საკმაოდ მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებასთან არის კავშირში და ამან მის ფერტილობაზე უშუალოდ იმოქმედა.
კლარისას თქმით, ის რვაჯერ ბუნებრივად დაორსულდა, თუმცა ექვსი კვირაც არ გრძელდებოდა მისი ორსულობები. ერთადერთხელ მიაღწია თითქმის ვადას, თუმცა გოგონა მკვდარი დაიბადა. შემდეგ მას ფალოპის მილები ამოკვეთეს და წყვილმა ხელოვნურ განაყოფიერებას მიმართა, თუმცა დეივის სპერმის დაბალი ხარისხის გამო, არც ერთი მცდელობა არ აღმოჩნდა შედეგიანი, ამიტომაც მათთან შედარებით ახალი მეთოდი გამოიყენეს - ზემოხსენებული სპერმის ინიექციები.
ოლივერი ვადაზე სამი კვირიტ ადრე დაიბადა, თითქმის სამ კილოგრამს იწონიდა. მართალია, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ჯერჯერობით ინკუბატორშია, თუმცა მალე მოძლიერდება და ნანატრ პატარას სახლში წაიყვანენ.