როგორც ცნობილია, სოფო ნიჟარაძე, შვილთან ელის მარია სააკაშვილთან ერთად საქართველოში ოქტომბის თვეში დაბრუნდა. ბავშვის გვარს მაშინვე მოჰყვა დიდი ვნებათაღელვა და განხილვის საგანი გახდა. სოციალური ქსელის მომხმარებლების ნაწილმა აიტაცა ზოგიერთი საინფორმაციო საშუალების მინიშნება, რომ ბავშვის მამა ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია, თუმცა სოფო ამაზე დუმდა.
დღეს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ საააშვილმა ციხიდან წერილი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ ელის მარია სააკაშვილი მისი შვილია.
„მოგესალმებით რუსთავის ციხიდან, ფიზიკურად დასუსტებული, მაგრამ მორალურად მხნე. ეს პირველი ახალი წელია, რომელსაც ციხეში ვხვდები, მაგრამ შევეცადე ოპტიმიზმი მაინც არ დამეკარგა და ამაშიც მეპოვნა სიკეთის მარცვალი. დიახ, სამაგიეროდ, წელს პირველი წელია, როდესაც ტელევიზორის ეკრანიდან თავის დედიკოსთან ერთად სცენიდან მოგვესალმება "მთავარი არხის" საახალწლო კონცერტის ყველაზე პატარა მონაწილე, ელის მარია სააკაშვილი. ჩემი ყველაზე საყვარელი გოგო და ყველაზე უმცროსი შვილი. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი შესაძლებლობა მაქვს და ჩემი ახალი წელი სხვებისგან გამორჩეულია არა ციხის კედლებით, არამედ ჩემი საყვარელი გოგოს სატელევიზიო დებიუტით. გილოცავთ! მრავალს დაესწარით!“, - წერს სააკაშვილი.
"ელის მარიას პირველი ეთერი..." - სოფო ნიჟარაძის ქალიშვილის დებიუტი საახალწლო ეთერში