მათ ხშირად უწოდებენ ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ოჯახს და ერთი შეხედვით, თითქოს ყველაფერი იდეალურია. თუმცა შიგნით თურმე ნამდვილი ომია გაჩაღებული, რის შესახებაც ჟურნალისტებმა ახლა შეიტყვეს.
"ფრენბურთი მინდა, ვითამაშო, ძალიან მიყვარდა და მერე მივატოვე", - უთხრა ერთხელ დედას, იოლანდას ცნობილმა მოდელმა ჯიჯი ჰადიდმა, ერთ-ერთხ ტელეშოუში. "ფრენბურთი ძალიან მამაკაცური სპორტია. მოდა ქალურობას მოითხოვს. რაღაც უნდა გაიღო მსხვერპლად, ხომ გესმის?" - პასუხობს დედა. შემდეგ კადრში კი ასწავლის ქალიშვილს, სწორად როგორ უნდა მიირთვას ტკბილი: მოჭრას ტორტის ნაჭერი, გაყოს შუაზე, კიდევ გაყოს, კიდევ, მოაჭამოს სულ ცოტა ნაწილი და გადადოს გვერდით, რაც დარჩება. თითქოს პატარა დეტალებია, თუმცა უკვე ჩანს დედის ჰიპერმზრუნველობა და ძალაუფლება.
ამბობენ, რომ უკვე ბევრი წელია, იოლანდა უკრძალავს ჯიჯის და ბელას, ცნობილ მოდელ დებს, ტკბილეულს და როგორც გოგონების თაყვანისმცემლები ამბობენ, მათ უბიძგებს ანორექსიისკენ. გარდა ამისა, უხეშად ერევა ვაჟის, ანვარის ცხოვრებაშიც და ხელს უშლის მის მიერ მოწონებულ გოგონასთან ურთიერთობის დამყარებაში.
ჰოლანდიელი იოლანდა ვან დენ ჰერიკი, თავად იყო მოდელი და 15 წლიდან ბრწყინავდა ჟურნალების გარეკანებზე და პოდიუმებზე. მერე კი, როცა მოჰამედ ჰადიდს გაჰყვა ცოლად, მთლიანად გადაერთო ოჯახზე და ჩაიფიქრა გრანფიოზული პროექტი, რომ შვილები ექცია ვარსკვლავებად. "ჯიჯი სამი წლიდან მოდელობს. უბრალოდ მიდიოდა სააგენტოში და იქიდან კონტრაქტებით გამოდიოდა", - ყვება ამატად იოლანდა. წარმოგიდგენიათ, 3 წლის ბავშვმა იაროს სააგენტოებში? დიახ, იოლანდა აკეთებდა ამას ყველაფერს და პაწაწინობიდან აჩვევდა გოგონას შრომას და დიდებისკენ სწრაფვას. ამბობენ, რომ გოგონებს არჩევანიც არ დაუტოვა, თავიდანვე ჩააგონა, რომ მოდელები უნდა გამხდარიყვნენ. ბელას 15 წლისას გაუკეთა ცხვირის პლასტიკა და აიძულა, ჩართულიყო სამოდელო სფეროში. დღეს დები მართლაც ყველაზე პოპულარული მოდელები არიან, თუმცა არც ერთი არ არის ბედნიერი და კმაყოფილი. ახლაც კი, უკვე დიდები, დედის ტირანიის ქვეშ არიან. მით უმეტეს, რომ იოლანდა გამუდმებით ახსენებს მათ საკუთარ წვლილს მათ წარმატებაში, თუნდაც გაჩენაში. მით უმეტეს, რომ მესამე მშობიარობის დროს ხერხემალი დაიზიანა და თითქმის ერთი წელი საწოლს იყო მიჯაჭვული. ოჯახის ახლობლები ამბობენ, რომ იოლანდა ხშირად ყვება მეგობრების წრეში, როგორ მძიმედ იმშობიარა შვილებზე და რამდენი მართებთ მათ დედის.
იოლანდა ხშირად უსვამს ხაზს, რომ პირადი ცხოვრებაც შესწირა შვილებს. როცა მეორე ქმარს, დევიდ ფოსტერს შორდებოდა, გამოაცხადა, რომ ის არ შეეფერებოდა მის შვილებს. თუმცა ყველამ იცოდა, რომ ჰადიდებს ფოსტერი ძალიან უყვარდათ და მეგობრობდნენ კიდეც. სავარაუდოდ, იოლანდამ სწორედ ეს ვერ აიტანა, რომ მისი შვილები მის ქმარს დაუახლოვდნენ. მას უნდოდა, ერთპიროვნულად ეკონტროლებინა შვილები და პირველ ქმართან განქორწინების შემდეგ ქმრის გვარი - ჰადიდი, არც შეიცვალა, რადგან სურდა, მისი სახელი მუდამ მის შვილებთან ყოფილიყო ასოცირებული.
ის თავისი შვილების პირად ცხოვრებაშიც გამუდმებით ერეოდა და სულ უჩიჩინებდა, რომ არ დაქორწინებულიყვნენ. ყოველთვის, როცა მისი რომელიმე შვილი საყვარელ ადამიანს დაშორდებოდა, დედა სიხარულს არ ფარავდა. გამუდმებით ეჩვენებოდა, რომ მისი შვილების ნებისმიერი შეყვარებული არ იყო მათი ღირსი და მათ "ქვემოთკენ მიაქანებდა".
როცა ჯიჯი გათხოვდა და დედაც გახდა, იოლანდას არ შეუწყვეტია მის ცხოვრებაში ჩარევა. ზუსტად ამ პერიოდს დაემთხვა მისი დიაგნოზი - ლაიმის დაავადება. ამბობენ, რომ იოლანდა ამ დაავადების მომიზეზებით, კიდევ უფრო უხეშად ერეოდა წყვილის პირად ცხოვრებაში, გაუფრთხილებლად ადგებოდათ თავზე და ათას რამეს უჩიჩინებდათ. ცნობილია, რომ ერთხელ ზეინმა სიდედრი კარადაში ჩაკეტა, რის შემდეგაც ის და ჯიჯი დაშორდნენ ერთმანეთს. გასაგებია, რომ ამაში ლომის წილი იოლანდას მიუძღოდა.
სხვათა შორის, იმავე დაავადების დიაგნოზი იოლანდას ორ შვილსაც დაუსვეს. ბელასა და მის უმცროს ძმას ანვარს 2012 წელს დაუსვეს ლაიმის დაავადების დიაგნოზი. ეს ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ტკიპის ნაკბენი იწვევს და საკმაოდ გავრცელებულია. დაავადებას თან ახლავს თავის ტკივილები, სახსრების ტკივილი, სიცხე, სისუსტე, ნერვული სისტემისა და თვალების დაზიანება. თუ მას საწყის სტადიაზე ვერ აღმოაჩენენ და დროულად არ უმკურნალებენ, მას შეუძლია ინვალიდობა ან სიკვდილიც კი გამოიწვიოს. ამ დაავადებისგან ავრილ ლავინი ხუთი თვე ებრძოდა სიკვდილს. სავარაუდოდ, სწორედ იოლანდასგან დაინფიცირდნენ შვილები...
როცა ანვარმა დუა ლიპასთან გააბა რომანი, საჯაროდ იოლანდა თითქოსდა აღტაცებული იყო ამ ურთიერთობით, თუმცა ინსტაგრამის ფოტოებზე გოგონას კადრიდან ჭრიდა - ვითომ შემთხვევით.
"მას არ აქვს თავისი ცხოვრება, ის შეპყრობილია შვილებით და მათაც ჯოჯოხეთად უქცევს ყოფას", - ამბობენ ფსიქოლოგები. ფაქტია, დღეს სამივე და-ძმას დაულაგებელი პირადი ცხოვრება აქვს და პირად საუბრებში ამბობენ, რომ არ არიან ბედნიერები.