ცნობილი შოუმენი ტყუპი ძმა, რომლებმაც სახელი სამეცნიერო შოუთი და მრავალრიცხოვანი პლასტიკური ოპერაციებით გაითქვეს, ერთმანეთის მიყოლებით გარდაიცვალნენ. 28 დეკემბერს პარიზის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა გრიგოლ ბოგდანოვი. მაშინ სიკვდილის ოფიციალური მიზეზი არ დასახელებულა. 3 იანვარს კი, როცა იგორ ბოგდანოვიც დაიღუპა, ჟურნალისტებმა უფრო მონდომებით დაიწყეს სიკვდილის მიზეზის გარკვევა.
თავდაპირველად ეჭვი პლასტიკურ ოპერაციებზე მიიტანეს. ძმები, მართალია, უკანასკნელ დღემდე უარყოფდნენ ქირურგიულ ჩარევებს, მაგრამ ფაქტია, ამდენი პლასტიკური ცვლილებისგან თოჯინებს დაემსგავსნენ. შესაძლოა აკრომეგალიაც აწუხებდათ, რაც ძვლების დეფორმირებითაა ცნობილი.
თუმცა სიკვდილის მიზეზი სინამდვილეში სხვა რამ გახდა - აღმოჩნდა, რომ ძმები თითქმის მთელი თვის განმავლობაში იწვნენ ჟორჟ პომპიდუს სახელობის კლინიკაში. ორივეს კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს და მალევე დასჭირდათ რეანიმაციული დახმარება.
ძმები 6 დღის შუალედით გარდაიცვალნენ 72 წლის ასაკში. აღმოჩნდა, რომ არცერთი არ იყო ვაქცინირებული.
ფიზიკოსი ძმები, რომლებიც ცოცხალ თოჯინებად იქცნენ – მეცნიერება მათ მანიაკალურ ახირებად ექცათ