ვინ არის ქალი, ვის გამოც პრინცმა ალბერმა საბოლოოდ დაუნგრია ცხოვრება ცოლს - მონაკოს ახალი პრინცესა ეყოლება?
ვინ არის ქალი, ვის გამოც პრინცმა ალბერმა საბოლოოდ დაუნგრია ცხოვრება ცოლს - მონაკოს ახალი პრინცესა ეყოლება?
რა ხანია, მსოფლიო ადევნებს თვალს მსოფლიოს ყველაზე უბედურ პრინცესად წოდებული მონაკოს პრინცესას, შარლენის ბედს. როგორც ცნობილია, თითქმის ერთი წელია, შარლენის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად გაუარესდა, რომ რამდენიმე ოპერაციის გაკეთება მოუწია და კარგა ხანს ოჯახთანაც ვერ ჩადიოდა მონაკოში. მაშინ ეს ამბავი ინფექციას დააბრალეს - შარლენი მშობლიურ სამხრეთ აფრიკაში მარტორქების გადარჩენისთვის წამოწყებული საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში იყო ჩასული და სწორედ იქ აიკიდა ინფექცია. თუმცა ბევრი მაშინვე ამბობდა, რომ მისი ამდენხნიანი დაშორება ოჯახთან, პირადი ტრავმებით იყო გამოწვეული. ყველასთვის ცნობილია ალბერის მექალთანეობისა და უკანონო შვილების ამბავი.
როგორც გაირკვა, არც დაოჯახების შემდეგ შეუცვლია მას ცხოვრების წესი და მუდმივად სტკენდა გულს შარლენს. ორი შვილის გაჩენამაც არ უშველა, მას მერე კიდევ ვრცელდებოდა ამბები მისი საყვარლებისა და მორიგი უკანონო შვილის შესახებაც კი. შარლენი ამის გამო მუდმივად დანაღვლიანებული იყო და ფოტოების უმრავლესობაც, რაც გათხოვების შემდეგ გადაიღო, სულ სევდიანია.
mshoblebi

ამჯერად აჟიოტაჟი ატყდა ჟასმინ გრეის გრიმალდის ფოტოს გამო. ალბერ მეორე 14 წელი მალავდა ქორწინების გარეშე გაჩენილ ჟასმინს.
mshoblebi
ალბერი ქალიშვილ ჟასმინთან ერთად

29 წლის ჟასმინმა ფოტო გამოაქვეყნა და ამ ფოტოსთან ერთად გაიხსენა სამყარომ კიდევ ერთი ქალი - სტიუარდესა ნიკოლ კოსტი, რომელმაც ასევე გაუჩინა ალბერს ვაჟი -
ერიკ-ალექსანდრი. სულ უფრო ხშირად ამბობენ, რომ ნიკოლს ალბერი შარლენის შემცვლელად ამზადებს.
mshoblebi
ნიკოლი და ერიკ-ალექსანდრი

ნიკოლ კოსტი პრინცის ცხოვრებაში 25 წლის წინ გამოჩნდა. ისინი ერთმანეთს თვითმფრინავში შეხვდნენ. მექალთანე ალბერმა ნომერი სთხოვა და შემდეგ მონაკოში, თავის ბინაში დაპატიჟა.
"მე ვფიქრობ, ჩემმა სირბილემ და სიმსუბუქემ მოხიბლა, თუმცა მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, არ გავმხდარიყავი მის სათამაშოდ. მე მინდოდა, რომ პატივისცემა ჰქონოდა ჩემი. ამიტომ თავიდან ინტიმი არ გვქონდა", - ამტკიცებს ნიკოლი.
mshoblebi
წყვილი 6 წელი ხვდებოდა ერთმანეთს და როდესაც დაშორება გადაწყვიტეს, მაშინ აღმოაჩინა ნიკოლმა, რომ ორსულად იყო. იმ პერიოდში მონაკოს პრინცი რანიე მესამე გარდაიცვალა, ალბერის მამა, ამიტომ ალბერს მორიგი უკანონო შვილისთვის არ სცხელოდა. მან მამის ადგილი დაიკავა და კიდევ 6 წლის შემდეგ შარლენზე იქორწინა.
ნიკოლმა ჩრდილში ყოფნა არ ისურვა და საჯაროდ გამოჩნდა შვილთან ერთად. "მომბეზრდა საიდუმლოდ ყოფნა", - გამოუცხადა ჟურნალისტებს.
მოგვიანებით ნიკოლი ვაჟთან ერთად ლონდონში დასახლდა, სავარაუდოდ, ალბერის ფინანსური მხარდაჭერით, თუმცა უკმაყოფილო იყო მისგან გამოვლენილი ყურადღებით - ალბერი იშვიათად ურეკავდა ვაჟს და "მხოლოდ" ალიმენტს იხდიდა წარმატებით - თვეში 30 ათას ევროს.
mshoblebi
ერიკ-ალექსანდრი ნახევარ და-ძმასთან ერთად
2021 წელს ნიკოლი კვლავ კვლავ დაბრუნდა მონაკოში, თანაც, ყოფილი მიჯნურის მიწვევით. ეგ კი არა, წითელი ჯვრის მეჯლისსაც დაესწრო, ყოველწლიურ ღონისძიებას, რომელსაც პრინცი და მისი ცოლი მასპინძლობენ ხოლმე. თუმცა შარლენი მაშინ ავად იყო და ალბერმა ადვილად იპოვა შემცვლელი. მას შეეძლო დები მიეწვია, კაროლინა ან სტეფანია, თუმცა სწორედ ნიკოლს უხმო. ამ ნაბიჯით მან საზოგადოებას ამცნო, რომ ყოფილ საყვარელსა და ცოლს ერთსა და იმავე დონეზე აყენებდა და სავარაუდოდ, მის შემცვლელადაც მოიაზრებდა.

ჟურნალისტებმა ნიკოლს დაუსვეს ამ თემაზე შეკითხვები და ასევე შარლენზე, რომელზეც მთელი ქვეყანა ღელავდა. "რატომ უნდა ვიღელვო? რაც მის თავს ხდება, ეს კარმაა. ხალხს მონაკოში მე უფრო ვუყვარვარ, ვიდრე შარლენი. მათ ნამდვილად ვუყვარვარ და პატივს მცემენ. მე ძალიან ახლოს ვარ ალბერთან, მას 25 წელია ვიცნობ", - თამამად გამოაცხადა სტიუარდესამ. 

და ამ ყველაფრის დამაგვირგვინებელი იყო ფოტო, რომელიც ალბერის უფროსმა ქალიშვილმა ჟასმინმა გამოაქვეყნა. ფოტოზე ჟასმინი ერიკ-ალექსანდრსა და ალბერის უმცროს ტყუპ ქალ-ვაჟთან ერთადაა აღბეჭდილი. ამ ფოტოთი საზოგადოებამ ისიც შეიტყო, რომ ალბერმა არა მხოლოდ თამამად გამოაჩინა თავისი უკანონო შვილები, არამედ თავის კანონიერ მემკვიდრეებს, ტყუპ შვილსაც გააცნო. 

როგორც ჩანს, ალბერს კიდევ უფრო შორს მიმავალი გეგმები აქვს და ამ გეგმებში საწყალი შარლენი აღარც განიხილება. ცნობილია, რომ მონაკოში მცირე ხნით დაბრუნებული ის კვლავ დაბრუნდა სამშობლოში და ისევ ოჯახისგან შორს იმყოფება. მაშინ თქვეს, რომ მიზეზი კვლავ მისი ჯანმრთელობაა, თუმცა ალბერის ნაბიჯებიდან გამომდინარე ჩანს, რომ შარლენი უბრალოდ აიძულეს, სცენა დაეტოვებინა.
19274
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (5)
ლოლა
12
თქვენ მაიმუნი ეზახეთ და ყველაზე ლამაზი ბავშვი მაგ მაიმუნთან ყავს!
16:47 / 06-01-2022
DDpop
4
მექალთანობა სამარცხვინო არ არის. მარა უგემოვნო მექალთანობა და თანაც პრინცისა ბეჩავობასაც უნდა მივაწეროთ . აბა მონაკოს პრინცს მეტი ვერ უნდა გაექაჩა, თანაც ვიღაცა თვითფრინავში გაცნობილი, რა მოდელები დაილია? ფუი შენი...პრინცობა
14:35 / 06-01-2022
მსგავსი სიახლეები