"ემილიას არასდროს არსად არ იწვევენ..." - ვინ და რატომ ბლოკავს ემილიას
"ემილიას არასდროს არსად არ იწვევენ..." - ვინ და რატომ ბლოკავს ემილიას
უამრავი ბავშვისთვის და მშობლისთვის არის ცნობილი ემილია, რომელსაც საკუთარი არხი აქვს იუთუბზე. სწორედ მისი არხის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა პოსტი, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა:

"მოგესალმებით, დიდიხანი ვფიქრობდი, დამეწერა თუ არა ამასთან დაკავშირებით... უბრალოდ, გუშინ საღამოს მთავარ ნაძვისხესთან გავიყვანეთ ბავშვები და იმხელა სიყვარული და სითბო ვიგრძენით და კითხვები, თუ რატომ არსად საახალწლო კონცერტებზე თუ აქტივობებზე არ მონაწილეობს ემილია? აი, ზუსტად მაგან გადამაწყვეტინა ამის დაწერა.
დარწმუნებული ვარ, კარგად იცით, თუ როგორ უყვართ ემილია ბავშვებს და არა მარტო ბავშვებს, ემილიაც მათ მიმართ გამოხატავს ყოველთვის დიდ სიყვარულს, ვისაც კი შევხვედრივართ თუნდაც ერთხელ, კარგად მიხვდება, თუ რას ვგულისხმობ.
ემილიას აქვს
უკვე უამრავი სიმღერა, თითო სიმღერას მილიონობით ნახვა აქვს, ბავშვებმა ეს სიმღერები იციან ზეპირად და ძალიან უყვართ.
საახალწლოდ და არა მარტო საახალწლოდ მერიას და არა მარტო მერიას აქვს უამრავი აქტივობები, მაგრამ ემილიას არასდროს არსად არ იწვევენ. სამწუხაროდ, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ემილია, რომელმაც დიდ წარმატებას მიაღწია თვითონ თავის ოჯახთან და მაყურებელთან ერთად, ღონისძიებებში და აქტივობებში უხეშად რომ ვთქვათ, არის დაბლოკილი!
ქართველ ბავშვს, რომელსაც საქართველოში აქვს ჯამში 1 მილიარდამდე ნახვა, აიგნორებენ! შემიძლია ამაყადაც გითხრათ, რომ ეს არის საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევა, მაგრამ მაინც მხოლოდ ჩვენი ძალებით კიდევ ვვითარდებით.

მინდა მივმართო ჩვენს მაყურებელს და მსმენელს, ვიცით, რომ გსურთ კონცერტი ან აქტივობები, ჩვენც გვსურს ძალიან, მაგრამ მხოლოდ ჩვენი ძალებით
ამის ორგანიზება არის რთული და შეუძლებელი, ვინც ამას უნდა გაუწიოს ორგანიზება, პირველ რიგში თქვენთვის, სამწუხაროდ, უბრალოდ არ სურთ! სხვა ახსნა მე ნამდვილად არ მაქვს!
იმაზე არც ვამახვილებ ყურადღებას, თუ რამდენი ქველმოქმედება აქვს ემილიას და მის ოჯახს გაკეთებული თავიანთი ძალებით და სახსრებით, რამოდენიმე მეგობრის ჩართულობით.

ტელევიზიებზეც მინდა ყურადღების გამახვილება, მხოლოდ 1-2 შემთხვევის გარდა ტელევიზიებში ჟურნალისტები ყოველთვის ცდილობენ ემილიას და ჩვენი ოჯახის ცუდად წარმოჩენას! რაზეც ყოველთვის თავშეკავებული ვუსმენდი და ვპასუხობდი. ამის შემდეგ თუ საერთოდ მოვალთ ტელევიზიაში, გპირდებით, რომ არაადეკვატურ კითხვებზე და დისკრიმინაციისკენ მიმართულ კითხვებს ვუპასუხებთ უკვე ადეკვატურად, როგორც დაიმსახურებთ!
კიდევ ერთხელ მივმართავ ჩვენს მაყურებელს, მსმენელს და მთლიანად საქართველოს, მადლობა სიყვარულისთვის და გვერდში დგომისთვის! გილოცავთ კიდევ ერთხელ შობა-ახალ წელს, ჩვენ აუცილებლად შევხვდებით!"

altროგორ რეაგირებს ემილია ცუდ კომენტარებზე და უხდიან თუ არა თანხას, მასთან ფოტოს გადაღებისთვის - ემილიას მამის გულწრფელი პასუხები


106038
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (25)
მშობელი
4
ემილის უამრავი გაჭირვებული ოჯახის შვილები უყურებენ და რამდენი მათგანი ოცნებობს ემილიას ცხოვრებაზე, სათამაშოებზე, ტანსაცმელზე. და რამდენ ბავშვს უჩნდება ამის შემდეგ არასრულფასოვნების კომპლექსი, პროტესტი საკუთარი ოჯახის მიმართ. ემილია პატარაობიდან გახდა მისი მშობლების ფულის შოვნის საშუალება. ახლა შესაძლოა მოსწონს, მაგრამ წლების შემდეგ აუცილებლად უსაყვედურებს მშობლებს, რომ ასე გაუსაჯაროვეს ბავშვობა
13:46 / 16-01-2022
აია
3
ამბიციები ჯანსაღი უნდა იყოს. ემილიას სათქმელი თუ აქვს თავის არხზე შეუძლია თქვას. ანგელოზი ბავშვია მაგრამ მისმა რეკლამებმა ძვირიან სათამაშოებზე, ნივთებზე და ადგილებზე პირადად ჩემს ოჯახში ბავშვებს ფსიქიკა შეურყია და აღარ არის საჭირო ეკრანებზე კიდევ იმის აფიშირება რა მაგარი გოგოა ემილია და რა შეძლებული.
14:42 / 10-01-2022
მსგავსი სიახლეები