ჩვენ გთავაზობთ ქალაქების ჩამონათვალს, რომელიც საუკეთესოა საოჯახო მოგზაურობისთვის. ამ ქალაქებში ბავშვები შეძლებენ როგორც დროის მხიარულად გატარებას, ასევე ბევრი საინტერესო სიახლის აღმოჩენას. ამიტომ, საგულდაგულოდ წაიკითხეთ ეს სტატია და დაგეგმეთ საუკეთესო მოგზაურობა ოჯახთან ერთად.
1. ამსტერდამი
ამსტერდამი, რატომღაც, უფროსებისთვის სამოგზაურო და გასართობ ადგილად მიიჩნევა, თუმცა ასე ნამდვილად არ არის. წითელიამსტერდამის aviabiletebi შეგიძლიათ შეიძინოთ თბილისიდან როგორც პირდაპირ, ისე ტრანზიტულ რეისებზე. რეისების ფართო არჩევანს avia.ge-ის საძებო სისტემა გთავაზობთ, სადაც თქვენს სასურველ ფრენას შეარჩევთ და მარტივად შეიძენთ ავიაბილეთებს.

2. რომი
რომის ისტორია და ანტიკური ამბები ნებისმიერ ბავშვს აღაფრთოვანებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამ ისტორიული ადგილების შუაგულში იქნებიან. წარმოიდგინეთ რამდენს ითამაშებენ და როგორ გაერთობიან რომის კოლიზეუმში, ან რომის ფორუმში? გარდა ამისა, რომელ ბავშვს არ უყვარს პიზა და ნაყინი? ამრომში გასამგზავრებლად თბილისის აეროპორტიდან შეგიძლიათ ისარგებლოთ ტრანზიტული რეისებით, რომელსაც პეგასუსის ავიახაზები გვთავაზობს. პირდაპირი რეისით გამგზავრება კი ქუთაისიდან არის შესაძლებელი, რომელსაც Wizz Air-ი გთავაზობს.
3. მიუნხენი
თამამად შეიძლება ითქვას, რომ მიუნხენი ოჯახური მოგზაურობებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია. ამ ქალაქში აუცილებლად უნდა იმოგზაუროთ თუ გსურთ, რომ თქვენმა შვილებმა გართობასთან ერთად, საინტერესო ინფორმაციებიც მიიღონ. ამისათვის, აუცილებლად ესტუმრეთ სათამაშოების მუზეუმს, სადაც ბავშვები ნახავენ თუ როგორი სათამაშოებით თამაშობდნენ და როგორ ერთობოდნონ ძველ დროში მათი ასაკის ბავშვები. ეს საკმაოდ სახალისო და საინტერესო სანახაობა იქნება მათთვის. ასევე, თუ გსურთ თქვენს შვილებს დაუვიწყარი მოგზაურობა მოუწყოთ, აუცილებლად უნდა წაიყვანოთ „ნეუშვანშტეინის“ სასახლეში, რომელიც დისნეის ცნობილი და ბავშვების საყვარელი ანიმაციის, „მძინარე მზეთუნახავის“ სასახლის ინსპირაცია იყო.ბავშვებისთვის ასეთი საოცნებო მოგზაურობის მოწყობა მარტივია, რადგან ქუთაისის აეროპორტიდან მიუნხენის მიმართულებით პირდაპირი რეისები სრულდება. ფრენებს ავიაკომპანია Wizz Air-ი ასრულებს და საკმაოდ იაფ ავიაბილეთებს გვთავაზობს.

4. პარიზი
მართალია პარიზს ყველაზე რომანტიულ ქალაქად მოიხსენიებენ, თუმცა ის არაჩვეულებრივი ადგილია ბავშვებთან ერთად სამოგზაუროდ. რა თქმა უნდა, პირველი და მთავარი ადგილი, სადაც პარიზში მოგზაურობისას ბავშვები აუცილებლად უნდა წაიყვანოთ დისნეილენდია, აქ მოხვედრა ხომ ყველა ბავშვის ოცნებაა. თუმცა, დისნეილენდთან ერთად, პარიზში ბევრი ადგილია, სადაც ბავშებთან ერთად დროს სასიამოვნოდ გაატარებს. მაგალითად, ლუქსემბურგის ბაღები არაჩვეულებრივი ადგილია დროის ოჯახთან ერთად გასატარებლად.პარიზის ავიაბილეთების არჩვენაი საკმაოდ დიდი, როგორც პირდაპირ ისე ტრანზიტულ რეისებზე. მაგალითად, ყველაზე ბიუჯეტურ პირდაპირ ფრენებს თბილისიდან გვთავაზობს ავიაკომპანია Air France-ი, ტრანზიტულ რეისებს ისე Pegasus Airlines-ი.

5. ბარსელონა
ბარსელონაში მოგზაურობით ნებისმიერი ბავშვი აღფრთოვანებული დარჩება. ეს გასაკვირი არცაა, რადგან ამ ქალაქში ყველაფერია როგორც უფროსებისთვის, ისე ბავშვებისთვის: საოცარი არქტიტექტურა, რაც ბავშვებისთვისაც სასიამოვნო სანახავი იქნება, ულამაზესი და უფერადესი პარკი „გუელი“, ზღვა და საოცარი სანაპიროები, გემრიელი საჭმელი - რომელი ბავშვი იტყვის ასეთ მოგზაურობაზე უარს?!ბარსელონაში გამგზავრება ქუთაისის აეროპორტიდან პირდაპირი რეისით შეგიძლიათ. ფრენბს ავიაკომპანია Wizz Air - ი ასრულებს და გვთავაზობს იაფ ავიაბილეთებს ბარსელონას მიმართულებით.
R