ვინ არიან სინამდილეში ფილმის მთავარი გმირები? სასტიკი დედის როლში ცნობილი და აღიარებული თურქი მსახიობი ნურ სურერია. 1954 წელს

თურქულ მხატვრულ ფილმებსა და სერიალებში ნათამაშები როლებით ნური თურქეთის ფარგლებს გარეთაც გახდა პიპულარული.

ნური 1981 წელს გათხოვდა პირველად, თუმცა ამ ქორწინებამ დიდხანს არ გასტანა. ნურს ვაჟი ჰყავს, უმიტი. 1994 წელს დაქორწინდა მეორედ. მისი რჩეული სარპ კურაია, თურქი პოლიტიკოსი, რომელსაც თურქეთში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს მემარცხენე შეიარაღებული ორგანიზაციის ლიდერობისთვის. ნური ამბობს, რომ მისი ქმარის მისამართით უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ. კურაი საფრანგეთში წავიდა ემიგრაციაში, მას თურქეთის მოქალაქეობაც ჩამოერთვა.

ნური მეუღლესა და შვილთან ერთად

რაც შეეხება ქალიშვილის როლის შემსრულებელს, ამ როლს ბურჯუ ბირიჩიკი ასრულებს. 32 წლის ბურჯუ ქალაქ ელმალში დაიბადა. მშობლები მალე განქორწინდნენ და ბურჯუს დედა, ბიძები და ბებია-პაპები ზრდიდნენ. საკმაოდ ცელქი და დაუმორჩილებელი იყო ბავშვობაში. ადრეულ ასაკში დაიწყო მუშაობა - ადგილობრივ კაფეში ოფიციანტად.

ერთ ზაფხულს კი ერთ-ერთ სააგენტოში ასისტენტად მოეწყო და სწორედ იქ შენიშნეს აგენტებმა. იქვე შესთავაზეს სილამაზის კონკურსში მონაწილეობა. პატარ-პატარა აღიარებების მერე მოდელობა დაიწყო, 17 წლისა "მის ხლემთაშუაზღვისპირეთის" კონკურსზეც მოხვდა.
ჯერ კიდევ სკოლაში დაინტერესდა ასევე თეატრით და სამომავლო პროფესიაც მაშინ აირჩია - მას მსახიობობა უნდოდა.

მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტის არქეოლოგიური ფაკულტეტი დაამთავრა, მაინც მიუბრუნდა კინოს და წარმატებული მსახიობიც გახდა.
მისი პირადი ცხოვრებაც კინოინდუსტრიას დაუკავშირდა - შოუბიზნესში გაიცნო ფოტოგრაფი ემრე იეტკინი, რომელსაც 2016 წელს ცოლად გაჰყვა.

თურქული კინოს ვარსკვლავი ქალები ქართული ფესვებით - ისინი ულამაზეს თურქ ქალებს შორის მოიხსენიებიან