ჯერ კიდევ ორი თვის წინ ცნობილი პლასტიკური ქირურგის კოტე მათითაშვილის მეუღლემ, დიზაინერმა ეკა ბალანჩივაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის და კოტე ერთმანეთს დაშორდნენ. “ერთადერთი, რაც მე და კოტეს საერთო გვქონდა, Freddie Mercury-ს სიყვარული იყო!” – წერდა მაშინ დიზაინერი და კომენტარებშიც უდასტურებდა მეგობრებს, რომ მისი ქორწინება დასრულდა.
თუმცა როგორც ჩანს, დაშორება დროებითი იყო და წყვილი კვლავ ერთადაა. ჯერ წინასაახალწლოდ დადეს ფოტო მეგობრების წრეში, ახალ ფოტოზე კი ზამთრის კურორტზე არიან აღბეჭდილნი ერთად.
კომენტარებში წყვილს მეგობრები ულოცავენ შერიგებას და ბედნიერებას უსურვებენ:
"მიხარია, ერთად რომ გხედავთ. რატომ გვანერვიულეთ?", "აი, უეჭველი ვიცოდი, რომ შერიგდებოდით", "მჯეროდა, რომ ეგრე იქნებოდით. დაგლოცოთ უფალმა!" "ცოლ-ქმრის ჩხუბი მართალი არ არისო..."
შეგახსენებთ, ორივესთვის ეს მეორე ქორწინებაა და წინა ქორწინებებიდან ორივეს ჰყავს შვილები.
თეკლა ჟვანია