სიახლეებიკალეიდოსკოპი
ორი ვაჟის შემდეგ ნუკა კვალიაშვილი გოგონას დედა გახდა - "პატარა ალექსანდრამ თავდაყირა დამაყენა"
ორი ვაჟის შემდეგ ნუკა კვალიაშვილი გოგონას დედა გახდა - "პატარა ალექსანდრამ თავდაყირა დამაყენა"
მომღერალ ნუკა კვალიაშვილს, ორი ბიჭის შემდეგ, გოგონა შეეძინა. პატარას ალექსანდრა დაარქვეს, ის ნუკასთვის მესამე, მისი მეორე ქმრისთვის კი პირველი შვილია.

გოჩა გელაშვილზე ნუკამ პირველი ოჯახის დანგრევის შემდეგ იქორწინა, გოჩა ნუკას შვილებისთვის იდეალური მამაა, ახლა კი წყვილს საერთო შვილიც ჰყავს.

ჯერ კიდე 5 დღის წინ აპირებდა ამ ქვეყნად მივლენას ალექსანდრა, დედ-მამა სამშობიაროშიც წავიდნენ, მაგრამ ცრუ განგაშიდან 4 დღის შემდეგ შეემატა ოჯახს ახალი წევრი, რომელსაც დედა შემდეგი სიტყვებით დახვდა:
"კეთილი იყოს შენი ფეხი ამ სამყაროში, ძალიან ლამაზო ალექსანდრა, ჩვენ შენ ძალიან გვიყვარხარ"

მამამ კი სოციალურ ქსელში დაწერა: "ყველას დიდი მადლობა მოლოცვისთვის. ფიზიკურად ყველას ვერ გიპასუხეთ, ცოტა აჟიტირებული ვარ. პატარა ალექსანდრამ თავდაყირა დამაყენა".
mshoblebi
mshoblebi
თეკლა ჟვანია

alt"მის ახლობლებს დღემდე უკვირთ, ცოლად რომ მომიყვანა... ბავშვები "მამას" ეძახდნენ..." - როგორ მიიღეს ნუკა კვალიაშვილის შვილებმა მისი მეუღლე


ბეჭდვა