"დედებო, ძლიერებო, ქალებო, სიყვარულებო, რა რისკებზე წასულხართ, პატარას სიმშვიდისთვის?? late edit: აქ მანქანა დგას, არ მიდის. ვაჭმევ და გადავცემ უსაფრთხოდ მამას,

კომენტარებიდანაც გთავაზობთ რამდენიმეს:
- საჭესთან ბავშვის კვება მართლაც რომ რისკია მისი სიცოცხლისთვის, როგორც წინ მოძრაობისას კალთაში მყოფი. მეტი რისკი...
- და უსაფრთხოება? მეც მყავს 6 თვის გოგონა, თბილისში ისე მოძრაობს "საზოგადოება", ასე ნამდვილად ვერ გავრისკავ.
- ლაქტაცია გასაგებია, მაგრამ თუ ბავშვზე ვზრუნავთ, მის უსაფრთხოებაზეც უნდა ვიზრუნოთ, შენ შეიძლება კარგი მძღოლი ხარ, მაგრამ ბევრი იდიოტი დსდის. ასეთ დროს გააჩერო და ისე აჭამო ჯობია. სადაც არ უნდა გეჩქარებოდეს!
- ბავშვის საჭესთან დასმა მისი უსაფრთხოებისთვის დიდი რისკია. ზუსტად ვიცი, რომ შენ ამ რისკზე არ წახვიდოდი. ამ ხალხს რატომ ჰგონია, რომ წახვედი, არ ვიცი.
- ფბ-ზე დედობა ჩამოგართვეს უკვე. უსაყვარლესი ხართ ორივე გოგო და ბევრი სიყვარული თქვენ.
- სანამ აქ ეს ფოტო ვნახე, ფბ-ს ვსქროლავდი და ხალხი ითხოვდა არა მარტო მართვის მოწმობის ჩამორთმევას, არამედ დედობისაც და ერთი ლოგიკური და ცოტა უზრდელური კითხვა გამიჩნდა ამ ხალხის მიმართ: ნეტავ რატომ ჰგონიათ, რომ ისინი უფრო ნერვიულობენ თქვენს შვილზე. პ.ს. ულამაზესები და უსაყვარლესები ხართ და გააგრძელეთ ასე ხალხის გაგიჟება.
„კვებე შენი რძით...“ - ძუძუთი კვების პოპულარიზაციაში ალექსანდრა პაიჭაძეც ჩაერთო