მომღერალმა დიანა ღურწკაიამ თავისი ვაჟის ფოტო გამოაქვეყნა, რომელმაც დედას სიმაღლეში მთელი თავით გაასწრო.
"ჩემი პატარა დიდი ბიჭი" - წერს მომღერალი. კომენტარებში კი აღნიშნავენ, რომ კონსტანტინე მამის ასლია.
კონსტანტინემ უკვე მოახერხა ინტერნეტმომხმარებლების სამუდამოდ გულის მოგება, როცა დედას ორიგინალური საჩუქარი გაუკეთა. ეს იყო ძოწის ყელსაბამი, რომელზეც ძიწის თვლებით ბრაილის შრიფტით იკითხება "დიანა".
"ისეთი ემოციური იყო, რომ თავი ვერ შევიკავე და ავტირდი" - ამბობდა დიანა ერთ-ერთ ინტერვიუში.
43 დიანა ღურწკაია წლებია, რუსეთში ცხოვრობს და საქმიანობს. იქვე შექმნა ოჯახი პეტრე კუჩერენკოსთან. წყვილს ერთი ვაჟი ჰყავს.
დიანა ღურწკაიას მძიმე ბავშვობა თბილისის ინტერნატში - როგორ აპატია მშობლებს წყენა