ნაზარბაევის უმცროსმა ქალიშვილმა ყაზახეთიდან 300 მლნ დოლარის გატანა მოახერხა - როგორ ცხოვრობენ ნაზარბაევის "პრინცესები"
ნაზარბაევის უმცროსმა ქალიშვილმა ყაზახეთიდან 300 მლნ დოლარის გატანა მოახერხა - როგორ ცხოვრობენ ნაზარბაევის "პრინცესები"
ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის უმცროსმა ქალიშვილმა ქვეყნიდან დაახლოებით 300 მილიონი დოლარის გატანა შეძლო. მედიის ცნობით, ალია ნარაზბაევამ უზარმაზარი თანხა დასავლური ბანკების ანგარიშებზე შეიტანა. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის.
2006 წელს ალიამ იყიდა სასახლე ლონდონში, რათა ბრიტანეთის მოქალაქეობა მიეღო. ამის შესახებ OSN პორტალი The Sunday Telegraph-ზე დაყრდნობით იტყობინება.
mshoblebi
ნურსულთან და ალია ნაზარბაევები

გარდა ამისა, ქალმა დუბაიშიც იყიდა სახლი, რისთვისაც 14 მილიონი დოლარი დახარჯა.  ექსპრეზიდენტის ქალიშვილმა ასევე შეიძინა პირადი თვითმფრინავი Bombardier Challenger - 18 მილიონ ფუნტად.

The Sunday Telegraph-ის ცნობით, ალიას
დიდი ხარჯების შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გასაჯაროვდა, რაც მას ფინანსურ მრჩევლებთან სერიოზული კონფლიქტი მოუვიდა. მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნურსულთან ნაზარბაევმა და მისმა ქალიშვილებმა ყაზახეთი ოჯახებთან ერთად დატოვეს სწორედ მას შემდეგ, რაც ქვეყანაში მასობრივი პროტესტი დაიწყო. თუმცა, მოგვიანებით ნაზარბაევის პრესმდივანმა განაცხადა, რომ ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება და ნაზარბაევი დედაქალაქში იმყოფება.
თუმცა, ქვეყნის ყოფილი მმართველის ადგილსამყოფელისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არავინ იცის, რადგანაც ის არეულობის
დაწყებიდან არასოდეს უნახავს.
mshoblebi
ალია ნაზარბაევა

აღსანიშნავია, რომ საპროტესტო აქციები ყაზახეთში 2 იანვარს მას შემდეგ დაიწყო, რაც თხევად გაზზე ფასი თითქმის ორჯერ გაიზარდა. ამან მასობრივი პროტესტი გამოიწვია და უამრავი ადამიანი ქუჩაში გამოვიდა.
მიუხედავად იმისა, რომ 2019 წელს ნურსულთან ნაზარბაევი გადადგა და თანამდებობა თავის საიმედო მემკვიდრეს, მოქმედ პრეზიდენტს კასიმ-ჟომარტ ტოკაევს გადასცა, ყაზახეთის "მამის" იმიჯი მაინც დარჩა. სწორედ მას ადანაშაულებენ ყველაფერში, რაც ქვეყანაში ხდება. მისი საყვარელი ქალიშვილები კი უამრავ ქონებასა და სერიოზულ თანამდებობებს ფლობენ.
mshoblebi
ალია ნაზარბაევა

ნურსულთანის უმცროსი ქალიშვილი, ალია ნაზარბაევა, ცნობილია იმით, რომ 18 წლის ასაკში ყირგიზეთის პრეზიდენტის ვაჟზე დაქორწინდა. გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო, თუმცა მათი ქორწინება მალევე დასრულდა და ყაზახეთსა და ყირგიზეთს შორის ურთიერთობა შესამჩნევად დაიძაბა.
ალიას ცხოვრებაც სკანდალით გამოირჩევა. ქალს სხვა ინვესტორებთან ერთად სურდა, შვეიცარიაში აეშენებინა ძვირად ღირებული კლინიკა მდიდარი ადამიანებისთვის, რომლებსაც შეეძლებოდათ სწორედ იქ ჩასულიყვნენ და საუკეთესო სამედიცინო მომსახურება მიეღოთ. თუმცა, ყველაფერი გეგმის მიხედვით ვერ წავიდა, ქალმა პროექტი მიატოვა, მთავარ ექიმთან კი კონფლიქტი მოუვიდათ, რის გამოც ექიმმა თავი მოიკლა და ძალიან დიდი წერილი დატოვა, სადაც კორუფციულ სქემას ამხელდა. ტრაგედიის შემდეგ ალიას კომენტარიც არ გაუკეთებია.
ახლა ალია წარმატებული ქალია, საზოგადო მოღვაწე და კინოპროდიუსერი და სამ შვილს ზრდის "Kaztransoil"-ის გენერალური დირექტორისა და ყაზახეთის რესპუბლიკის კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის, დიმაშ დოსანოვისგან.

დარიგა ნაზარბაევა

mshoblebi

ყოფილი პრეზიდენტის უფროსი ქალიშვილი, დარიგა ყაზახეთის განვითარებაში შეტანილი უზარმაზარი წვლილითაა ცნობილი, ყოველ შემთხვევაში, ოფიციალურად ასე მიიჩნევა. თვალშისაცემია დარინას მიერ დაკავებული თანამდებობების რაოდენობა. მის პორტფოლიოში 20-მდე პოზიციაა, რომლებიც მან მამის მმართველობის მრავალი წლის განმავლობაში გამოიცვალა. 58 წლის დარიგა წარმატებული ბიზნესმენია: მის ქონებას ექსპერტები 595 მილიონ დოლარად აფასებენ. გარდა საქველმოქმედო საქმიანობისა, ნაზარბაევის უფროსი ქალიშვილი ცნობილია მის პირველ მეუღლესთან, რახათ ალიევთან დაკავშირებული სკანდალით.
mshoblebi
დარიგა ნაზარბაევა და რახატ ალიევი, 2005 წ

მათ ქორწინებაში სამი შვილი შეეძინათ, მაგრამ 2007 წელს ალიევი ყაზახეთის ერთ-ერთი წამყვანი ბანკის, "ნურბანკის" გარშემო სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა. ვარაუდობდნენ, რომ ალიევი ბანკზე კონტროლის დამყარებას ცდილობდა. 2007 წლის მაისში, რახატის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ნურბანკის ტოპ მენეჯერების გატაცების ბრალდებით. ამის გამო ბიზნესმენმა მიატოვა ცოლ-შვილი და ავსტრიაში გაიქცა, სადაც პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. ნურსულთან ნაზარბაევი ძალიან გაბრაზდა, დარიგა და რახატი სასწრაფოდ განქორწინდნენ. 2014 წელს ყაზახეთის ხელისუფლებამ ის დააკავა, რამდენიმე თვეში კი საკანში ჩამომხრჩვალი იპოვეს. ოფიციალური ვერსია თვითმკვლელობა იყო.
mshoblebi
აისულთან ნაზარბაევი

2020 წელს დარიგას ცხოვრებაში ახალი ტრაგედია მოხდა. 2020 წლის 13 თებერვალს მისმა ვაჟმა აისულთან ნაზარბაევმა დიდი ბრიტანეთისგან პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. ეს გადაწყვეტილება ექსპრეზიდენტის შვილიშვილმა ოჯახის ზეწოლით ახსნა. ის ამტკიცებდა, რომ ფლობდა ინფორმაციას "რუსეთისა და ყაზახეთის მთავრობას შორის მასშტაბური კორუფციის შესახებ". ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტებში აისულთან ნაზარბაევმა ასევე გამოხატა შეშფოთება, რომ მალე განხორციელდებოდა მისი ლიკვიდაციის ან გიჟად გამოცხადების მცდელობა. ყაზახეთში დაგმეს მისი ეს განცხადებები, თქვეს, რომ პოსტი მანიპულაციით იყო დაწერილი და ასევე ბიჭს ნარკოდამოკიდებულებაში დასდეს ბრალი.
2020 წლის 16 აგვისტოს აისულთან ნაზარბაევი ლონდონში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. 2021 წლის 24 მარტს კი ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ ბიჭი ბუნებრივი სიკვდილით, ნარკომოხმარების გამო დაიღუპა.
უამრავი ტრაგედიის შემდეგ, დარიგა აღარასოდეს დაქორწინებულა. 2020 წლამდე აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკაში და ხელმძღვანელობდა სენატს. 2020 წლის მაისში ახალმა პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა მას მადლობა გადაუხადა გაწეული სამუშაოსთვის და თანამდებობიდან გადააყენა. მისი გათავისუფლების ოფიციალური მიზეზი ჯერ არ სახელდება.

დინარა ნაზარბაევა (კულიბაევა)
mshoblebi

ნურსულთან ნაზარბაევის შუათანა ქალიშვილის ცხოვრება არც ისე რთული ყოფილა, როგორიც მისი უფროსი დის. დინარა კულიბაევა ყაზახეთის ყველაზე მდიდარი ქალია: Forbes-ის მიხედვით, მისი ქონება 2,9 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. დინარას ოჯახი საჯაროდ ხშირად არ ჩნდება. დაქორწინებულია თემურ კულიბაევზე, ცნობილ  ბიზნესმენზე. ის ყაზახეთის მეწარმეთა ეროვნული პალატის პრეზიდიუმის თავმჯდომარე, ყაზახეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ასევე ყაზახეთის ნავთობისა და გაზის ასოციაციის თავმჯდომარეა.
mshoblebi
დინარა და ტიმურ კულიბაევები შვილებთან ერთად

დინარა გახდა პირველი ქალი ცენტრალური აზიიდან, რომელიც ჟურნალ Forbes-ის მსოფლიო მილიარდერების სიაში მოხვდა. კულიბაევების ოჯახის შესახებ ძალიან ცოტა ინფორმაცია მოიპოვება. ცნობილია, რომ ჰყავთ სამი შვილი, ორი ქალიშვილი, ალიშია და დენიზა და ვაჟი, ალტაი.
7576
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
1
რაა ედიკას და სმიშას დროს, სხვა რამ ხდებოდა??? მილიარდელები გახდნენ შევარდნაძე--სააკაშვილ-ალასანიები და მათი კლანის წევრები--ხაზარაძე-ჭყონია-თემურა ალასანია, კეზერა, ადეიშვილი-რულოვსები და ა.შ, მაგრამ ამათ ქონებას რატომღაც არ იძიებენ.
15:02 / 11-01-2022
ტოტოს
4
რატომ უნდა გაგვიკვირდეს, ჩვენთან, რა სხვაა წყობაა?
21:57 / 10-01-2022
მსგავსი სიახლეები