"მარიკო სასტიკი წინააღმდეგია" - რაში ვერ თანხმდებიან ნინო ჩხეიძე და მისი ქალიშვილი - მშობლები

"მარიკო სასტიკი წინააღმდეგია" - რაში ვერ თანხმდებიან ნინო ჩხეიძე და მისი ქალიშვილი

2022-01-10 10:46:05+04:00

მომღერალი ნინო ჩხეიძე ისე იცვამს, როგორც მოსწონს, თუმცა მოდის ტენდენციების გავლენის ქვეშაც ექცევა. არსებობს საკითხი, რაშიც აღიარებს, რომ გემოვნება არა აქვს. მიაჩნია, რომ ადამიანი მისი გემოვნების მიხედვით არ უნდა შევაფასოთ...

- ვფიქრობ, ჩემი გემოვნების ჩამოყალიბებას დედაჩემმა შეუწყო ხელი, რადგან პატარა ასაკიდანვე სამოსით ძალიან მანებივრებდა. შემდეგ, 15-16 წლისამ, როცა უკვე გაპრანჭვა დავიწყე, დაქალივით მხარში მედგა, ტანსაცმელს მარჩევინებდა, ყიდულობდა... არჩევანში შეზღუდული არ ვყოფილვარ - დედა თავის გემოვნებას თავს არ მახვევდა: მაქსიმალურად ცდილობდა, ჩემი სურვილისთვის ხელი შეეწყო, როცა რომელიმე სამოსი მომწონდა და მისი ჩაცმა მინდოდა. მიმაჩნია, რომ ჩემი გემოვნების ჩამოყალიბებაში დიდი როლი მან ითამაშა.

- გარშემო მყოფები ყველაზე ხშირად, რასთან დაკავშირებით გეკითხებიან რჩევას? მათთვის გემოვნებიანი რა საკითხში ხართ?

- "წვეულებაზე მივდივარ და რა ჩავიცვა?" "როგორ დავიკლო წონაში?" - ეს შეკითხვები ყოველთვის აქტუალურია (იცინის)...

- საკუთარ თავს გემოვნებიან ადამიანად მიიჩნევთ?

- ყოველთვის იმას ვიცვამ, რაც მომწონს, თუმცა წლების შემდეგ რაღაც აღარ მომწონებია. სხვისი გავლენის ქვეშ მეც ვექცევი ხოლმე. ახლა "ინსტაგრამი" ძალიან აქტუალურია - ბევრ "ლუქს" ვნახულობთ. შეიძლება, მეც ვიფიქრო, რომ რომელიმე "ლუქი" მომწონს, მაგრამ წლების შემდეგ მივხვდე, რომ შევცდი. თუმცა, ამ ასაკში გემოვნება უფრო ჩამოყალიბებული მაქვს. ასეა თუ ისე, უკვე ვიცი, რა მომწონს და რა - არა... საკუთარ თავს გემოვნებიანად მივიჩნევ თუ არა? - არ ვიცი... მომწონს, რაც მაცვია და თუ სხვასაც მოსწონს, მიხარია. ასევე, სუფრების ლამაზად გაწყობა, სადღესასწაულო დეკორაციები დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

- ყველაზე მეტად, როგორი კომპლიმენტი გსიამოვნებთ?

- როცა კომპლიმენტს მეუბნებიან, თავს უხერხულად ვგრძნობ, მერიდება, თუმცა მაგალითად, თუკი ჩემი სასცენო ჩაცმულობა მოსწონთ, ეს ფაქტი მსიამოვნებს, მახარებს და ვაფასებ.

- გემოვნებასთან დაკავშირებით თქვენ და თქვენს გოგონას აზრთა სხვადასხვაობა არ გაქვთ ხოლმე?

- კი, სულ ასე იყო: მარიკოს, ასე ვთქვათ, სისადავე მოსწონდა. ვეუბნები ხოლმე, - მართალი იყავი, ეგ სტილი მომწონს-მეთქი. რაღაცებში მეთანხმება, თუმცა ერთნაირი გემოვნება ნამდვილად არ გვაქვს. მაგალითად, პრობლემა არ მაქვს, როცა სამოსის ბრენდის ლოგო ჩანს, მარიკო კი ამის სასტიკი წინააღმდეგია.

- პატარა ასაკში, მისი გემოვნების ჩამოყალიბებისთვის მიმართულება მიგიციათ?

- კი, კი. მარიკო შეკითხვებს ხშირად მისვამს. მაინც ახალი თაობის წარმომადგენელია. ახალი თაობა ჩემი აზრით რომ ინტერესდება, მიხარია - ე.ი. არ დავბერებულვარ (იღიმის). განაგრძეთ კითხვა