"ეროვნული
მათივე ინფორმაციით, უამრავი ადამიანი და მაღაზიის წარმომადგენელი რეკავს იმავე პრობლემით, კიდევ ერთხელ განმარტებით კი პრობლემა ხშირად გვარდება. ამბობენ, რომ სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებმა ინფორმაცია არასწორად გაიგეს. ბანკის განცხადებით, მათ წინასწარ ჰქონდათ როგორც იურიდიულ, ასევე ფიზიკურ პირებთან კომუნიკაცია და ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ შეზღუდვა 2000 წლიდან გამოშვებულ ბანკნოტებს არ ეხება.
საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე, მადონა კოიძე ამბობს, რომ საჭიროა ინფორმაციის კიდევ უფრო მასშტაბურად გავრცელება, რომ გაუგებრობა თავიდან ავირიდოთ. მისივე განცხადებით, საქართველოში არ არსებობს მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონი, რაც ძალიან ხშირად ქმნის პრობლემას.
თუ მომხმარებელს კონკრეტულ ობიექტში ფულის მიღებაზე უარს ეუბნებიან:
- მან აუცილებლად უნდა მიმართოს საქართველოს ეროვნულ ბანკს, ნომერზე: 322 406 406. ისინი კიდევ ერთხელ განუმარტავენ, რომ შეზღუდვა მხოლოდ 1995 და 1999 წელს გამოშვებულ ბანკნოტებს ეხება და შესაბამის კანონზეც მიგითითებენ.
- გარდა ამისა, ნებისმიერ ბანკნოტს აწერია გამოშვების წელი და შეგიძლიათ, შეამოწმოთ. 2000 წლიდან ზემოთ ნებისმიერი ბანკნოტი მსიყდველუნარიანია.
- გარდა ამისა, შეგიძლიათ ნახოთ, ზუსტად როგორ გამოიყურება ამოღებული ბანკნოტები ბმულზე.
- ან შებრძანდეთ საქართველოს ეროვნული ბანკის საიტზე, moneymuseum.nbg.gov.ge-ზე და შეამოწმოთ, ვიზუალურად, რა განსხვავებაა სხვადასხვა წლის ბანკნოტებს შორის.
- იმ ადამიანებს კი, ვისაც მხოლოდ 1995 და 1999 წლის ბანკნოტები აქვთ, ფულის გადაცვლა შეუძლიათ საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში (თბილისი, კახეთის გზატკეცილი # 72).