დეკემბრის თვის ტოპ 5 წიგნი ბავშვებისთვის
დეკემბრის თვის ტოპ 5 წიგნი ბავშვებისთვის
“თუ გინდათ, რომ თქვენი შვილები ჭკვიანები იყვნენ - წაუკითხეთ მათ ზღაპრები. თუ გინდათ, რომ უფრო ჭკვიანები იყვნენ - წაუკითხეთ უფრო მეტი ზღაპრები.“ - თქვა ალბერტ ეინშტეინმა. თანამედროვე სამყაროში, სადაც მშობლები ქმნიან კარიერას და აქტიურ სოციალურ ცხოვრებას ეწევიან, ბავშვები კი ადრეული ასაკიდან კავდებიან გასავითარებელი აქტივობებით და სარგებლობენ გაჯეტებით, რთულია სიახლოვის შენარჩუნება. ძილის წინ წიგნების კითხვის საათი შვილებთან ერთად, შესანიშნავი საშუალებაა კავშირის გასამყარებლად.
გაუზიარეთ ერთმანეთს შთაბეჭდილებები და აზრები, წიგნების სიუჟეტთან დაკავშირებით და თქვენი „პატარა საოცრების“ სამყაროსა და მისი მსოფლმხედველობის შესახებ, უფრო მეტს
გაიგებთ.
წიგნების შერჩევაში კი გამომცემლობა „პალიტრა L” დაგეხმარებათ და დეკემბრის ტომ 5 წიგნს შემოგთავაზებთ, რომლებიც პატარებს ძალიან მოეწონებათ:

1. დევიდ უოლიამსი - ბანდიტი ბებია

"დევიდ უოლიამსი ცნობილი ბრიტანელი მხატვარი, კომიკოსი და მწერალია. მისი საბავშვო წიგნები მრავალ ენაზეა თარგმნილი და მათ შორის ერთ-ერთს, ბავშვებისთვის საყვარელ წიგნს „ბანდიტი ბებია“ ამჯერად ქართველი ბავშვებიც წაიკითხავენ. ამ მხიარულ და, იმავდროულად, სევდიან წიგნში მოთხრობილია 11 წლის ლონდონელი ბიჭის თავგადასავალი. ბებიასთან, რომელიც რატომღაც მოსაწყენ ადამიანად ეჩვენებოდა, ერთი საოცარი ამბის წყალობით დამეგობრებამ ბენს სულ სხვა სამყარო გადაუშალა თვალწინ და ასწავლა, რომ ჩვენი მოხუცი ბებიები, ან ბაბუები სულაც არ არიან მოსაწყენი ადამიანები, რომ მათთან ბევრი რამის სწავლაც შეიძლება და დროის მხიარულად გატარებაც... და კიდევ ბენი
იმასაც მიხვდა, რომ სანამ დავკარგავთ ჩვენს ბებია-ბაბუებს, მათ სიყვარული და პატივისცემა არ უნდა მოვაკლოთ."
mshoblebi

2. ჩემი პირველი კითხვებისა და პასუხების წიგნი

ბავშვებს ყოველდღიურად უამრავი კითხვა აწუხებთ. - რატომ აშენებენ ციხესიმაგრეებს ბორცვებზე? საიდან იქმნება ძაბვა? რამხელაა სპილო? ასეთ კითხვებს პატარები ხშირად სვამენ. ამ წიგნში კი პასუხს ყველა კითხვაზე იპოვით. მარტივი ამოცანები ბავშვის მიერ უკვე წაკითხულ მასალას ამოწმებს, მშვენიერი ილუსტრაციები კი შემეცნების პროცესს უფრო საინტერესოსა და სახალისოს ხდის.
mshoblebi

3. ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი - პატარა პრინცი

„პატარა პრინცი“ ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ყველაზე ცნობილი ნაწარმოები, ალეგორიული ზღაპარია, რომელიც მოგვითხრობს პატარა უფლისწულზე, რომელიც კოსმოსში სხვადასხვა პლანეტებს და მათ შორის დედამიწას სტუმრობს. წიგნი ეხება მარტოობის, მეგობრობის, სიყვარულისა და დანაკარგის თემებს. წიგნის გმირები ადამიანის ბუნებასა და ცხოვრებაზე საუბრობენ. წიგნი პირველად 1943 წლის 6 აპრილს, ნიუ-იორკში გამოქვეყნდა და 140 მლნ-ზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა მთელ მსოფლიოში, რამაც „პატარა პრინცი“ ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად წიგნად აქცია. წიგნი ანუკა ბარათაშვილის ილუსტრაციებითაა გაფორმებული.
mshoblebi

4. შვლის ნუკრის ნაამბობი და სხვა მოთხრობები

ეს ფერადი და ლამაზი წიგნი ჯადოსნური და საინტერესო ამბების კრებულია - ეს ამბები ბავშვებისთვისაა! პატარები სხვადასხვა გმირის უჩვეულო თავგადასავლებს გაეცნობიან, მათთან ერთად იმოგზაურებენ უცნაურ სამყაროში, მათთან ერთად იოცნებებენ, დაძლევენ წინააღმდეგობებს, შეებრძოლებიან ბოროტებას და გაიხარებენ გამარჯვებებით.
mshoblebi

5. საყმაწვილო უნივერსალური ენციკლოპედია

ეს საოცარი წიგნი მთელ სამყაროს თვალწინ გადაუშლის თქვენს პატარას. დაიწყეთ მოგზაურობა კოსმოსში, შემდეგ შეისწავლეთ ბუნება, მცენარეები, ცხოველები და დედამიწის მოსახლეობა. გაეცანით განსხვავებულ კულტურებსა და ადგილებს, ისწავლეთ კაცობრიობის უდიდეს მიღწევებზე (და მარცხებზე). მრავალი შესანიშნავი ფოტო, მოკლე ფაქტი და დიაგრამა, ქრონოლოგიური ცხრილი თუ მომავლის პერსპექტივა... ეს წიგნი ნამდვილად დაეხმარება პატარებს, იცოდნენ ეს ყველაფერი!
mshoblebi
საბავშვო ლიტერატურა ეს არის გასართობი ისტორიები, საინტერესო პერსონაჟებით, რომლებსაც ტელევიზორში ვერ ნახავ. მაშინაც კი, როდესაც ეკრანიზაციას და მულტფილმებს იღებენ, ბევრი ადამიანი აღიარებს, რომ წიგნის წაკითხვა გაცილებით საინტერესო იყო. საბავშვო წიგნები საუკეთესო და მხიარულ განწყობას გჩუქნის, ამიტომ, არ ღირს მათზე უარის თქმა, არაფრისმომცემი ონლაინ-თამაშების გამო.

866
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები