36 წლის რუსუდან მესხს მე-11 შვილი ეყოლა - მეშვიდე საკეისრო კვეთა და შობის ღამის სასწაული
36 წლის რუსუდან მესხს მე-11 შვილი ეყოლა - მეშვიდე საკეისრო კვეთა და შობის ღამის სასწაული
საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაცია სოციალურ ქსელში სასიხარულო ამბის შესახებ წერს:

"შობის ღამის სასწაული! „სამშობიარო იმედის“ კლინიკაში უნიკალური საკეისრო კვეთის ოპერაცია ჩატარდა!
7 იანვარს შუაღამისას, დამიანე მესხის დაბადებას სამშობიარო „იმედის კლინიკაში“ ტრადიცულად მრავალჟამიერის გუგუნით შეეგებნენ!
პატარა დამიანე მესხების ოჯახის მეთერთმეტე შვილია, თუმცა მისი დაბადება უნიკალურია, რადგან ის მეშვიდე საკეისრო კვეთის გზით მოევლინა ქვეყანას. 36 წლის რუსუდან მესხს 4 შვილი ფიზიოლოგიური მშობიარობის, ხოლო 7 - საკეისრო კვეთის ოპერაციით გზის ჰყავს გაჩენილი.
რუსუდან მესხის მეან-გინეკოლოგის მაია მჭედლიძის განცხადებით, დედა მშობიარობიდან მეოთხე დღეს ბინაზე გაეწერა,
ხოლო ახალშობილი სამშობიარო სახლი და პედიატრიული საავადმყოფო „იმედის კლინიკის“ ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. მიუხედავად, იმისა, რომ ახალშობილი ორსულობის 36-ე კვირაზე, ნაადრევად დაიბადა, მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
მეშვიდე საკეისრო კვეთის ოპერცია არათუ საქართველოში, მსოფლიოშიც უნიკალური მოვლენას წარმოადგენს!"

სოციალურ ქსელში ბედნიერმა დედამაც დაწერა: 
"ქრისტეშობის სიხარული და თავისი დაბადება ერთად გვახარა მონა ღვთისა დამიანემ. დაიბადა ჩვენი მეთერთმეტე ანგელოზი. ქრისტეს შობის მადლი გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს. მოგილოცავთ დიდი სიყვარულით". 

alt9 შვილის დედის რჩევები: "იყავით მშვიდად, ყველაფერი დალაგდება, ყველას მოუსმინეთ, მაგრამ თვითონ გადაწყვიტეთ"


9702
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (7)
***
0
შვილებზე დიდი ბედნიერება არაფერია ,ერთმანეთის დიდი და ყველაზე წრფელი გულშემატკივრები იქნებიან....
23:39 / 12-01-2022
12345
24
იმედია არ დაბლოკავთ!!! ამას ღმერთმა შვილები გაუზარდოს და კარგად უმყოფოს, მაგრამ არანაირად არ მესმის, რატომ უნდა გააჩინო 11, 9 ან თუნდაც 6 შვილი??? ჯერ ამდენი ორსულობა თავისი გართულებებით, მერე ამდენი საკესირო და გაჭრა, ნერვიულობა როგორი დაიბადება. დავიჯერო ახლა ეკონომიურად ისეა, რომ არაფერს მოაკლებს ბავშვებს? არ ვიცი, ჩემთვის ძალიან გაუგებარია, 3 შვილი სრულიად საკმარისია, ისიც თუ ძალიან გინდა ბავშვები!!!
12:14 / 12-01-2022
თემო
2
მესხი და 11 სიმბოლურია, ღმერთმა ბედნიერი მომავალი მისცეს.
09:57 / 12-01-2022
რეალუსტი
0
ღმერთმა დიდი მხნეობა, გამძლეობა, ჯანმრთელოვა,ძლიერება მისცეს,, მაგრამ ძალიან დიდი რისკის ქვეშ აყენებს თავის სიცოცხლეს, ბავშვებს დედა სჭირდებათ ჰაერივით, ეს კი შეუჩერებლად აჩენს. არადა მართლა რა კარგი ბავშვები არიან. ღმერთო ბედნიერები გაზარდე.
21:48 / 11-01-2022
რაჭველი მესხი.
0
მესხებმმა იმრავლოს საქართველოში!!!!!!!!!!!!!
19:14 / 11-01-2022
მსგავსი სიახლეები