"შობის ღამის სასწაული! „სამშობიარო იმედის“ კლინიკაში უნიკალური საკეისრო კვეთის ოპერაცია ჩატარდა!
7 იანვარს შუაღამისას, დამიანე მესხის დაბადებას სამშობიარო „იმედის კლინიკაში“ ტრადიცულად მრავალჟამიერის გუგუნით შეეგებნენ!
პატარა დამიანე მესხების ოჯახის მეთერთმეტე შვილია, თუმცა მისი დაბადება უნიკალურია, რადგან ის მეშვიდე საკეისრო კვეთის გზით მოევლინა ქვეყანას. 36 წლის რუსუდან მესხს 4 შვილი ფიზიოლოგიური მშობიარობის, ხოლო 7 - საკეისრო კვეთის ოპერაციით გზის ჰყავს გაჩენილი.
რუსუდან მესხის მეან-გინეკოლოგის მაია მჭედლიძის განცხადებით, დედა მშობიარობიდან მეოთხე დღეს ბინაზე გაეწერა,
მეშვიდე საკეისრო კვეთის ოპერცია არათუ საქართველოში, მსოფლიოშიც უნიკალური მოვლენას წარმოადგენს!"
სოციალურ ქსელში ბედნიერმა დედამაც დაწერა:
"ქრისტეშობის სიხარული და თავისი დაბადება ერთად გვახარა მონა ღვთისა დამიანემ. დაიბადა ჩვენი მეთერთმეტე ანგელოზი. ქრისტეს შობის მადლი გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს. მოგილოცავთ დიდი სიყვარულით".