დედა შვილებს სვანეთის თოვლში აკაჟებს - გაიცანით გახმაურებული ფოტოების გმირები
დედა შვილებს სვანეთის თოვლში აკაჟებს - გაიცანით გახმაურებული ფოტოების გმირები
რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, რომლებზეც ასახულია, როგორ აკაჟებს შვილებს სვანეთში, თოვლში დედა, ელენე ცინდელიანი. ფოტოებს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გიორგი ხაჩიძე და ელენე ცინდელიანი 2 შვილს, დიონისესა და სერაფიმეს ზრდიან. ბავშვების მამა ამბობს, რომ, პირველ რიგში, ყურადღებას უთმობენ სულიერ, შემდეგ ფიზიკურ ჯანმრთელობას. მათ უფრო ახლოს გაგაცნობთ:

mshoblebi

- მე და ჩემმა მეუღლემ ერთმანეთი საეკლესიო მაღაზიაში გავიცანით. იქიდან დაიწყო ჩვენი ისტორია. რაც მთავარია, ლამაზად და ქრისტიანულად. დავდიოდით ტაძრებში, მონასტრებში და ვლოცულობდით ერთმანეთისთვის, მომავლისთვის. რაც დრო გადიოდა, უფრო და უფრო
სასიხარულო იყო ის, რომ ერთმანეთში სულიერად ვერთიანდებოდით. ასე ერთსულოვნად მოვდივართ დღემდე. უბრალო და დიდი სიყვარულით ვცდილობთ, ქრისტიანულად ვიცხოვროთ და შვილებიც, პირველ რიგში, ქრისტიანულად, აღვზარდოთ. ასევე, სულიერი ჯანმრთელობის გარდა, ფიზიკურ ჯანმრთელობასაც დიდი ყურადღებას ვაქცევთ. აღზრდის პროცესში ყურადღებას ვანიჭებთ სწორ და ჯანმრთელ ცხოვრებას. ეს შეიძლება იყოს კვება, ვარჯიში და ასე შემდეგ. ვცდილობთ, არ მივცეთ ქიმიური საკვები, ნატურალურ პროდუქტებს ვანიჭებთ უპირატესობას.
mshoblebi
ეს, რა თქმა უნდა, გამოცდილი ექიმების რჩევებით. ვარჯიშებს რაც შეეხება, ხელს უწყობს გაკაჟებას და ძალიან ეხმარება ბავშვებს. როცა გაცივდებიან, ან სიცხე აქთ, მეორე დღეს უკვე კარგად არიან. კორონავირუსიც გვქონდა, მაშინ სერაფიმე 3 თვის იყო, მაგრამ წამალიც არ მიგვიცია მაღალ სიცხეებზე, ძმრიანი წინდები ჩავაცვით და 2 დღეში ჩვეულ
რეჟიმში თამაშობდნენ ისევ.
mshoblebi
საინტერესო ისაა, რომ როცა ტირის, ცუდ ხასიათზეა, ამ ვარჯიშის დროს სულ გაღიმებას და სიცილს იწყებს. ამიტომაც, როცა ტირის უკვე ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ. აღარ გვეშინია, თამაშის დროს ხელი არ მოჰყვეს ცუდად, დაცემის დროს რაიმე არ მოსტყდეს ან ამოუვარდეს. მოკლედ, არანაირი პრობლემა არ გვქონია, პირიქით. ფოტოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და სასიხარულო ისაა, რომ 99 % პროცენტი დადებითად უყურებს.
mshoblebi
ზოგი იმასაც გვწერს, რა იცით, რომ მომავალში გაკაჟებული იქნებაო, მათ გასაგონად ვიტყვი, რომ ეს არაა 2 ან 3 წლის მოგონილი ვარჯიში. ათწლეულებია, რაც არსებობს და თაობები ჰყავს გაზრდილი. ამ მეთოდით ძალიან ბევრი ბავშვია გადარჩენილი და მას მაუგლის მეთოდი ჰქვია. კონკრეტული ვარჯიშები და ყველა დეტალი, რა თქმა უნდა, გამოცდილი სპეციალისტების მეთვალყურეობისა და რეკომენდაციის შემდეგ ტარდება. მგონია, რაც უფრო ჯანმრთელად გავზრდით შვილებს, უკეთესია. სახლი ტაშისკარში გვაქვს, პარალელურად თბილიშიც ვართ. ახლა დიდი ხანია ჩემი ცოლი და შვილები სვანეთში არიან. მე პროფესიით ხატმწერი ვარ, ტაძარს ვხატავ და ხან რომელ კუთხეში მიწევს ყოფნა, ხან რომელში. ცხოვრებას აუცილებლად სოფელში ვაგრძელებთ.

თამარ იაკობაშვილი


altრას ამბობს ექიმი, რომლის მეთოდსაც საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა და რა კომენტარს აკეთებს ორთოპედი


13758
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (7)
ნინო
0
რა ლამაზი ბავშვები არიან! ჯანმრთელობას გისურვებთ!!!
03:10 / 15-01-2022
თამარი
0
კომენტარები თქვენთანაც ქრება??!
02:20 / 15-01-2022
ანია
1
თქვენ გაიხარეთ და გამრავლდით! ძლივს არ წავიკითხეტ კარგი სტატია!
18:53 / 14-01-2022
100%
18
მომავალი მაინერი.
17:37 / 14-01-2022
ლელა
1
გადავირიე,ეს რა სიცოცხლეები არიან! ვუყურებ და ყურებამდე პირი აქვს გახეული აღტაცებისა და სიხარულისგან:)) ჯანმრთელობა და კეთიდღეობა თქვენს ოჯახს!
17:23 / 14-01-2022
მსგავსი სიახლეები