"ხელის კანკალით ვწერ ამ პოსტს..." - 21 წლის გიორგი დიდებაშვილის ახლობლები საზოგადოებას მიმართავენ
"ხელის კანკალით ვწერ ამ პოსტს..." - 21 წლის გიორგი დიდებაშვილის ახლობლები საზოგადოებას მიმართავენ
ნიჭიერ ახალგაზრდას, რომელიც ბევრს ახსოვს გადაცემა "წიგნების თაროდან", რამდენიმე თვის წინ დაუდგინდა მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია. საფრანგეთში მკურნალობის სამთვიანი კურსი უშედეგო აღმოჩნდა, მდგომარეობა უარესდება და უცილებელია, რომ გიორგი თურქეთის კლინიკაში გადაიყვანონ, რისთვისაც საკმაოდ დიდი თანხაა საჭირო.

"სიტყვებს ვერ ვუყრი თავს, ხელების კანკალით ვწერ ამ პოსტს და გთხოვთ, კიდევ ერთხელ გავერთიანდეთ გიორგისთვის, საფრანგეთში მკურნალობის სამთვიანმა კურსმა შედეგი არ მოგვცა, ექიმებმა საშინელი რეალობისა და არჩევანის წინაშე დაგვაყენეს, ან ქიმიას გაუგრძელებენ, რომელსაც 70%-ით შედეგი არ ექნება ან დროებით მოაძლიერებენ, რომ სამშობლოში დაბრუნება შეძლოს, და შემდეგ რა იქნება, წ
არმოდგენაც არ მინდა. ჩვენ არ ვაპირებთ დანებებას, თქვენი თანადგომით გიორრგის გამოვაჯანმრთელდებთ, გადავწყვიტეთ, გიორგი თურქეთის კლინიკაში გადავიყვანოთ, რაც საკმაოდ დიდ თანხებათან არის დაკავშირებული, გთხოვთ მეგობრებო, ვისაც რისი საშუალება გაქვთ, პოსტის გაზიარებითაც ძალიან დაგვეხმარებით.
ლეიკემია განაჩენი არ არის!" - წერს ნანა დიდებაშვილი.

დახმარების მსურველებს თანხა შეუძლიათ გადარიცხონ შემდეგ ანგარიშებზე:

საქართველოს ბანკი
#GE19BG0000000357664300
მიმღები: ზურაბ დიდებაშვილი

თიბისი ბანკი
#GE13TB7414345061100110
მიმღები: მარიამ ოდიშვილი

ლიბერთი ბანკი
#GE58LB0711102013683340
მიმღები: მამუკა დიდებაშვილი
5542
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები