"ჩემი ტყუპებიც ონლაინ სწავლობენ, დამთავრებული არაა სკოლა, რომ საშინაო დავალებებს აკეთებენ... ჯერ ათზე ნაკლები ნიშანი არ მიუღიათ და ონლაინსწავლებას ისეთივე პასუხისმგებლობით ეკიდებიან, როგორც დასწრებულს"
"ჩემი ტყუპებიც ონლაინ სწავლობენ, დამთავრებული არაა სკოლა, რომ საშინაო დავალებებს აკეთებენ... ჯერ ათზე ნაკლები ნიშანი არ მიუღიათ და ონლაინსწავლებას ისეთივე პასუხისმგებლობით ეკიდებიან, როგორც დასწრებულს"

მთარგმნელი და ყოფილი ტელეწამყვანი თეა გვასალია, რომლის შვილებიც მოსწავლეები არიან, ონლაინსწავლების თემას ეხმაურება.
"ფეისბუქზე წავიკითხე, განათლების სამინისტრო წერდა, მეორე სემესტრშიც ათასობით მშობელმა დაწერა განცხადება შვილების ონლაინ სწავლებაზე დატოვების შესახებო და კომენტარებში რა ხდებოდა, კი წარმოიდგენთ (ბავშვების დაჩლუნგება გინდათ, სკოლაში არ დადიან და ეზოში კარგად თამაშობენ, დილით ადგომა ეზარებათ, გაუნათლებელ თაობას მივიღებთ და ა.შ.). იქ კამათში ჩაბმას აზრი არ ქონდა და აქ, ჩემს კედელზე საკუთარ გამოცდილებას დავწერ. ჩემი ტყუპებიც ონლაინ სწავლობენ, მეცხრე კლასში არიან, სექტემბრიდან დღემდე ერთი გაკვეთილი არ გაუცდენიათ, დამთავრებული არაა სკოლა, რომ სხდებიან, საშინაო დავალებებს და პროექტებს აკეთებენ და მასწავლებლებს უგზავნიან,
ჯერ ათზე ნაკლები ნიშანი არ
მიუღიათ და ონლაინ სწავლებას ისეთივე პასუხისმგებლობით ეკიდებიან, როგორც დასწრებულს. კი, ვიცი, ისეთებიც იქნებიან, მართლა სიზარმაცის გამო რომ არ დადიან სკოლაში, მაგრამ მათ გამო ხომ არ გავაუქმებთ ამ ფორმატს. დამიჯერეთ, მასეთები არც სკოლაში წასულები და იქიდან დაბრუნებულები მოიკლავდნენ თავს მეცადინეობით. მონდომებული ბავშვი კი ყველა პირობებში ისწავლის. ასე რომ, ყველას ერთ ქვაბში ნუ მოვხარშავთ განათლების და მეცნიერების სამინისტროს კი დიდი მადლობა, რომ ამ საძაგელი პანდემიის, აღარც ვითვლი მერამდენე ტალღის პიკზე, ფრთხილ მშობლებს წელსაც მოგვცა ბავშვების სახლში დატოვების და ონლაინ რეჟიმის არჩევის შესაძლებლობა." - წერს თეა გვასალია.
შეგახსენებთ, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 17 იანვარს განახლდება. ამ დროისთვის ონლაინსწავლების ფორმატი წინასწარ უკვე 5 ათასზე მეტი მოსწავლის მშობელს აქვს არჩეული.

alt"ახლა ვბრაზობ, რატომ გვევალებოდა საუკეთესო ნიშნებზე სწავლა და რატომ ითვლებოდა ყოველი ოთხიანი სამშობლოსა და ოჯახის ღალატად"


2396
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
myquiz
მსგავსი სიახლეები