მთარგმნელი და ყოფილი ტელეწამყვანი თეა გვასალია, რომლის შვილებიც მოსწავლეები არიან, ონლაინსწავლების თემას ეხმაურება.
"ფეისბუქზე წავიკითხე, განათლების სამინისტრო წერდა, მეორე სემესტრშიც ათასობით მშობელმა დაწერა განცხადება შვილების ონლაინ სწავლებაზე დატოვების შესახებო და კომენტარებში რა ხდებოდა, კი წარმოიდგენთ (ბავშვების დაჩლუნგება გინდათ, სკოლაში არ დადიან და ეზოში კარგად თამაშობენ, დილით ადგომა ეზარებათ, გაუნათლებელ თაობას მივიღებთ და ა.შ.). იქ კამათში ჩაბმას აზრი არ ქონდა და აქ, ჩემს კედელზე საკუთარ გამოცდილებას დავწერ. ჩემი ტყუპებიც ონლაინ სწავლობენ, მეცხრე კლასში არიან, სექტემბრიდან დღემდე ერთი გაკვეთილი არ გაუცდენიათ, დამთავრებული არაა სკოლა, რომ სხდებიან, საშინაო დავალებებს და პროექტებს აკეთებენ და მასწავლებლებს უგზავნიან,
შეგახსენებთ, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 17 იანვარს განახლდება. ამ დროისთვის ონლაინსწავლების ფორმატი წინასწარ უკვე 5 ათასზე მეტი მოსწავლის მშობელს აქვს არჩეული.