ბავშვებში არის ყველაზე დიდი არეალი და გასაქანი სწრაფი, ელვისებური და ხანძრისებური გავრცელების მქონე პოტენციის ვირუსისთვის - მინიმალური სიმპტომების მქონე ბავშვიც არ უნდა გაუშვას მშობელმა სკოლაში,- ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.
მისი თქმით, განათლების სამინისტრო ვითარებას კარგად მართავდა არდადეგებამდე და ამავე რეჟიმში სკოლების ფუნქციონირება შესაძლებელი იქნება.
„სამწუხაროდ, რისკი (ბავშვებში გავრცელების) არსებობს, რადგან აუცრელი პოპულაციის ნაწილია, ბუნებრივია 12 წლამდე აცრას ვერ ვიყენებთ, იქ არის ყველაზე დიდი არეალი და გასაქანი სწრაფი, ელვისებური და ხანძრისებური გავრცელების მქონე პოტენციის ვირუსისთვის. ამიტომ, მინიმალური სიმპტომების მქონე