ტესტის პასუხი დადებითი იქნება თუ უარყოფითი, სიმპტომების მქონე ადამიანები იზოლაციაში უნდა დარჩნენ, ტესტის ჩატარებაზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება - დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოქალაქეებს მიმართავს
ტესტის პასუხი დადებითი იქნება თუ უარყოფითი, სიმპტომების მქონე ადამიანები იზოლაციაში უნდა დარჩნენ, ტესტის ჩატარებაზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება - დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოქალაქეებს მიმართავს

საქართველოს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი კოვიდტესტირებასთან დაკავშირებით საგანგებო მიმართვას ავრცელებს.
ცენტრის ინფორმაციით, ძალიან გაიზარდა ტესტის აღების მსურველთა მიმართვიანობა შესაბამის პუნქტებში. ცენტრი ასევე მოუწოდებს მოქალაქეების, იმის მიუხედავად, ტესტის პასუხი დადებითი იქნება თუ უარყოფითი, სიმპტომების მქონე ადამიანებმა იზოლაციის წესები უნდა დაიცვან. 
"COVID-19-ის ტესტირების საჭიროების მქონე მოქალაქეთა საყურადღებოდ!
  • ტესტირება COVID-19-ის პანდემიის მართვის აუცილებელი კომპონენტია, რადგან მნიშვენლოვანია ინფიცირებულთა დროული გამოვლენა, იზოლირება, გადაცემის ჯაჭვის გაწყვეტა და ინფექციის გავრცელების შეკავება;
  • ომიკრონის შტამის გავრცელების პირობებში, გაზრდილია ტესტირებაზე მოთხოვნა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ინფიცირებულთა გამოვლენისათვის
    მნიშვნელოვანია როგორც PCR კვლევა (ტესტირების ოქროს სტანდარტი), ასევე ანტიგენის სწრაფი ტესტირება
  • საქართველოში ბოლო 7 დღის მანძილზე ჩატარებულია 372.981 ტესტი, ტესტირებისადმი ყოველდღიური მიმართვიანობის საშუალო დღიური რაოდენობა დაახლოებით 53%-ით მეტია წინა 7 დღის მანძილზე ჩატარებული ტესტების რაოდენობასთან შედარებით.
  • საჭიროებისას, მოქალაქეებმა ტესტირებისთვის უნდა მიმართონ სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებს, სადაც უფასოდ ჩაუტარდებათ ტესტირება ანტიგენის სწრაფი ტესტით;
  • უსიმპტომო პაციენტებს, ვისაც ანტიგენის სწრაფი ტესტით დაუდასტურდებათ COVID-19 ინფექცია, ასევე სიმპტომიან პაციენტებს რომლებსაც ანტიგენის სწრაფი ტესტით არ დაუდასტურდებათ COVID-19 ინფექცია, დამატებითი ტესტირება PCR მეთოდით ჩაუტარდებათ ოჯახის ექიმის დასკვნის საფუძველზე. ოჯახის ექიმთან კონსულტაციის გავლა შესაძლებელია ტესტირების პუნქტში შესაბამისი სერვისის არსებობის შემთხვევაში, ან ონლაინ კლინიკის ოჯახის ექიმებთან სატელეფონო კომუნიკაციის გზით;
  • მნიშვნელოვანია, რომ სიმპტომების არსებობის შემთხვევაში,
    COVID-19 ინფიცირების სტატუსის დადასტურების მიუხედავად, მოქალაქეებმა უნდა დაიცვან ქვეყანაში არსებული იზოლაციის წესები, რათა არ გახდნენ როგორც აღნიშნული, ასევე სხვა რესპირატორული ინფექციების გავრცელების წყარო." - ნათქვამია დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიმარტვაში.
5046
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
კოვიდ ისტერია შეწყვიტეთ!!
0
თუ მაინც იზოლაციაში უნდა იყვნენ, ეს ტესტირება რა საჭიროა? ტესტირებით კოვიდს ავრცელებთ ვერ ხვდებით? კოვიდიანი და არაკოვიდიანი სიცივეში ერთადაა ატუზული.არაადეკვატურები ხართ! თუ გაქვთ ნიშბები, დარჩით სახლში და მიხედეთ თავს.რომ გამოჯანმრთველდებით, მიდით ოჯახის ექინთან და აიღეთ ცნობა, რომ კარგად ხართ.ამათ აწყობს პანდემიის გავრცელება და არდასრულება!
14:31 / 07-02-2022
მსგავსი სიახლეები