"მჯერა, რომ დედა სულ ჩემთანაა... სამწუხაროდ, ყველა ადამიანის განკურნება არ შემიძლია..." - ქართველი სპორტსმენის რთული გზა დიდებამდე
"მჯერა, რომ დედა სულ ჩემთანაა... სამწუხაროდ, ყველა ადამიანის განკურნება არ შემიძლია..." - ქართველი სპორტსმენის რთული გზა დიდებამდე

ქართველმა სპორტსმენმა გიგა ჭიკაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში არაერთი დიდი გამარჯვება მოიპოვა. შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში ის შეიძლება ითქვას, მსოფლიო მასშტაბის დონის მოკრივეა.
გიგა ჭიკაძის მამა ზაზა ჭიკაძე ძიუდოში საბჭოთა კავშირის ჩემპიონი იყო. როცა ვაჟი, გიგა შეე-ძინა, მტკიცედ გადაწყვიტა, რომ მასაც ჩემპიონად გაზრდიდა.
როცა მამას შვილი სამშობიაროდან გამოჰყავდა, ვიდეო ჩაწერა: "ამ საავადმყოფოში დაიბადა გიგა ჭიკაძე - ჩემი პირველი შვილი და მომავალი ჩემპიონი ძიუდოში“. წლების შემდეგ ეს ვი-დეო კიდევ უფრო ემოციურად აღიქმება.

მიუხედავად იმისა, რომ თავად ძიუდოისტი იყო, 4 წლის გიგა კიოკუში კარატეს
სექციაზე შეიყვანა. პატარას პირველი ვარჯიშები უჭირდა და ტიროდა, როცა შპაგატში ჩადიოდა. თუმცა არ ნებდებოდა და მუშაობას განაგრძობდა. მალევე ბიჭს სპორტის ეს სახეობა თავდავიწყებით შეუყვარდა და ბრიუს ლის ფანიც გახდა.

გიგა კარატეში დიდ წარმატებებს აღწევდა: მოიგო რამდენიმე საერთაშორისო ტურნირი, დაიმ-სახურა შავი ქამარი.

18 წლის ასაკში მებრძოლმა ცოლი მოიყვანა. მომავალი მეუღლე სკოლის ასაკიდან უყვარდა. მას არ სურდა მშობლებზე დამოკიდებული ყოფილიყო, თუმცა აცნობიერებდა, რომ თუ კარატეში დარჩებოდა, ფინანსურად მყარად ვერ იქნებოდა. თავის მომავალზე დაფიქრდა. მას ორი არჩევანი ჰქონდა: კრივი ან შერეული ორთაბრძოლები. გადაწყვეტილების უკეთ მისაღე-ბად აშშ-ში გაემგზავრა.
2014 წლიდან გიგა ლოს-ანჯელესში ცხოვრობს. მსოფლიოში საუკეთესო ორგანიზაციაში მას 7 მოგება და 1 მარცხი აქვს. ამ პერიოდში სახელოვანი მოწინააღმდეგეების დამარცხებაც მოასწრო.
ოქტაგონს მიღმა გიგა ინტელიგენტი და მოკრძალებული ადამიანია. ის სამაგალითო მეოჯახეა. ასევე, მებრძოლს საკუთარი საქველმოქმედო ფონდი აქვს და ონკოლოგიური დაავადების მქონე ადამიანებს ეხმარება.

ჭიკაძემ ამ ფონდის დაარსება დედის გარდაცვალების შემდეგ გადაწყვიტა, რომელიც მკერდის კიბოთი გარდაიცვალა. დედის დაავადების შესახებ ოჯახმა მაშინ შეიტყო, როცა გიგა 17 წლის იყო. თავიდან ყველაფერი კარგად იყო, ექიმებმა სიმსივნის ამოჭრა შეძლეს. მაშინ მებრძოლი საზღვარგარეთ უკვე ხშირად იბრძოდა და მშობლისთვის საჩუქრები ჩამოჰქონდა. გასამხნევებლად ლოზუნგიც მოიფიქრა - "დაანოკაუტე კიბო“. მაგრამ 2012 წელს დაავადება დაბრუნდა და მარტში დედა გარდაეცვალა.

მებრძოლს რთული პერიოდი დაუდგა, დეპრესიაში ჩავარდა. გიგა აღიარებს, რომ დედა მისი უახლოესი მეგობარი იყო.

განაგრძეთ კითხვა

altგიგა ჭიკაძის ემოციური მიმართვა ქართველებს ამერიკიდან და ცნობილი სპორტსმენის ოჯახური ამბები

altმომაკვდავი ქალიშვილისთვის მოგებული ჩემპიონატი, რომელიც ერის გამარჯვებად იქცა - ფეხბურთელის თავგანწირული თამაში, რომელიც სიკვდილის პალატების ბინადრებს წუთით ტკივილს ავიწყებდა

 


2063
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები