"ანასტასია და ნიკოლოზი სახლში მობრძანდნენ! მადლობა ღმერთს! ახალი ცხოვრება იწყება!" - ეს სიტყვები დაწერა განათლების ყოფილმა მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელევამ სოციალურ ქსელში, როდესაც მისი ტყუპი ქალ-ვაჟი გაჩნდა. ახლა კი პატარებთან ერთად მორიგი ფოტო გამოაქვეყნა წარწერით "2021 წლის მოსავალი".
როგორც ცნობილია, განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი ცოტა ხნის წინ მეორედ დაქორწინდა. მისი მეუღლე მაია მუშკუდიანია, რომელიც ასევე განათლების სისტემაში მუშაობს. ისინი ჯეჯელავას მინისტრობის დროიდან თანამშრომლობდნენ და ახლაც ერთად საქმიანობენ - პირადი და პროფესიული განვითარებისთვის, განათლების პოპულარიზაციისთვის ტრენინგებისა და ლექციების ორგანიზებით არიან დაკავებული.
მანამდე მინისტრი ნატალია მუხადგვერდელზე იყო დაქორწინებული, რომელთანაც ქალიშვილი ჰყავს. ბატონი ალექსანდრე უკვე ბაბუაცაა და შვილიშვილები ჰყავს.