ტელეკომპანია „მთავარის“ ჟურნალისტს, ნათია გოგსაძეს მაყურებელი კარგად იცნობს. წარმატებულ ჟურნალისტურ კარიერასთან ერთად, სამი შვილი ჰყავს - ანა, სანდრო (ალექსანდრე) და ლევანიკო.
ლევანიკოს აუტისტური სპექტრის აშლილობა აქვს. ამის შესახებ ნათია საჯაროდაც საუბრობს ხოლმე. ჟურნალისტი ყოველთვის ერთვება და ორგანიზებას უწევს ისეთ კამპანიებს, რომელიც სწორედ ამ პრობლემის მქონე ბავშვების მკურნალობისა თუ კეთილდღეობისთვის ტარდება.
დღეს ნათია სოციალურ ქსელში მისი შვილის სასამართლო პროცესის შესახებ წერს, რომელიც ჯარში გაწვევის საკითხს ეხება:
„საგიჟეთში ვცხოვრობთ... დღეს, ჩემი შვილის ლევან გაფრინდაშვილის მეორე სასამართლო პროცესია (პირველი უჩვენოდ ჩატარებულა). თურმე ჯარში გაიწვიეს, პოლიციელი ესაუბრა მას (როგორც ეს ვაკე-საბურთალოს პილიციის მიერ შედგენილი ოქმიდან ირკვევა, ადგილები დაფარულია ამ ოქმში). გააფრთხილა და ის კი არ გამოცხადდა. აი, ასეთი არაფერი მინახავს და გამიგია, 18 წელიწადია ლევანიკოსგან ოჯახის წევრები თითო სიტყვას ველოდებით და პოლიციელმა კი მთლად ოქმი შეადგინა!!!! ლევანიკოსთან, რომელიც აუტისტია და უცხოებთან საერთოდ არ შედის კონტაქტში... ან რა ენაზე ისაუბრეს, ან რა ნომერზე დაურეკა... უსამართლობა ბევრი მინახავს, მაგრამ ასეთი ამორალური?
ნეტავ შემეძლოს ჯარში გავუშვა, ნეტავ.
სამწუხაროდ, სასამართლო პროცესს ვერ ვესწრები, მაგრამ მის უფლებებს დაიცავენ მიხეილ გაფრინდაშვილი და ილია გოგსაძე“.
თეკლა ჟვანია