ქართულ ტელესივრცეს ლამაზი ჟურნალისტები არ აკლია. ერთ-ერთი გამორჩეულია საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გადაცემის წამყვანი მარიამ ვაშაძე. მარიამი ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყო და სასურველ სარძლოდ ითვლებოდა.
საბოლოოდ მისი გული ვანო ბენიძემ მოიგო. წყვილს ულამაზესი ქორწილი ჰქონდა, თავბრუდამხვევ ფოტოებს აქვეყნებდნენ მალდივებიდან, სადაც თაფლობის თვე გაატარეს.
ჟურნალი "შინ" მარიამს და ვანოს სახლშიც ეწვია და აღმოჩნდა, რომ მათი საცხოვრებელი ისეთივე დახვეწილი და გემოვნებიანია, როგორებიც მათი მეპარტრონეები არიან - იხილეთ მარიამის ბინა.
სულ ახლახანს, მარიამა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო წარწერით "ყველაფერი საუკეთესი ჯერ კიდევ წინაა". ფოტოზე ორსული მარიამია, წყვილი პირველ შვილს ელოდება. ამ სიახლეს მეგობრები დიდი ოვაციებით შეხვდნენ, "სამყაროში ყველაზე ლამაზი ორსული ხარ..." - უწერენ კომენტარებში.
თეკლა ჟვანია