ნუკი კოშკელიშვილი ინსტაგრამზე ვიდეოებს ავრცელებს, სადაც აღწერს თავის მდგომარეობას. როგორც ტელეწამყვანი ამბობს, 4-დღიანი ვირუსი აქვთ მას და მის ვაჟს, მაღალი სიცხეებით:
"ახლა ვარ კოვიდზე უარესად... კოვიდი გადატანილი მაქვს... ბევრად ცუდად ვარ, ვიდრე კოვიდის დროს ვიყავი... ორივე ტესტმა უარყოფითი აჩვენა ორივეზე, არ გაქვთ კოვიდიო... ძაან ცუდად ვარ, სიცხეს ვერ ვაგდებ ვერაფრით... აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი, რომ კოვიდის გარდა აღარც არსებობდა არაფერი... ასე ცუდად მართლა არასოდეს ვყოფილვარ, ვერ ვმოძრაობ... და ვარ გამოკეტილი, რა თქმა უნდა... ძაან ცუდად ვართ. ხვალ უნდა წავსულიყავით ამერიკაში და გადავდე, რა თქმა უნდა..."
ნუკი გამომწერებს სთხოვს რჩევებს, რამდენად გაუგიათ ამ ვირუსის შესახებ და როგორ ებრძოდნენ.