იმუნური სისტემის გაუმჯობესება თუ ბავშვისთვის საფრთხის შექმნა? 9 თვის დემეტრეს ვარჯიშს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების ნაწილი აღზრდის მეთოდებს აკრიტიკებს და მშობლებს პედიატრთან ვიზიტისკენ მოუწოდებს.
დემეტრეს მამის თქმით, ვიდეოზე ასახული ვარჯიში მაუგლის მეთოდით აღზრდის ერთ-ერთ კომპონენტს შეადგენს, რომელიც საქართველოში არც ისე ახალი პრაქტიკაა.
დემეტრეს მამის, თორნიკე ბესტაევის თქმით, მისი შვილი საქართველოში ე.წ. მაუგლის მეთოდის დამფუძნებელ ქეთევან მერებაშვილთან, 4 დღიდან ვარჯიშობს.
ვარჯიში და არა მკურნალობა, მათ შორის დიდი განსხავავებაა. თორნიკეს თქმით, მის შვილს მკურნალობა არც არასდროს დასჭირვებია, ვინაიდან მისი გაკაჟებული ორგანიზმი მედიკამენტების მიღებას არ საჭიროებს. იხილეთ ვიდეო
დედა შვილებს სვანეთის თოვლში აკაჟებს - გაიცანით გახმაურებული ფოტოების გმირები