მშობლები ხშირად ჩივიან, რომ ახლობლები გამუდმებით ეკითხებიან, როდის გააჩენენ კიდევ ერთ შვილს. როგორც აღმოჩნდა, ამ მარადიული შეკითხვისგან სამეფო გვირგვინიც კი არ იცავს.
პრინც უილიამსა და ქეით მიდლტონს სამი შვილი ჰყავთ. ისინი დიდი სიყვარულით სარგებლობენ მთელს ბრიტანეთში. გასულ წელს კი მიდლტონის კიდევ ერთ ოსრულობაზე ალაპარაკდნენ - თითქოს ქეითი მეოთხე შვილს ელოდა. ჭორებს ხელი იმანაც შეუწყო, რომ კემბრიჯის ჰერცოგინია ზაფხულის თვეებში „რადარებიდან გაქრა“.
მალევე გაირკვა, რომ მიდლტონი, უბრალოდ, შვებულებაში იყო. შემოდგომით ის კვლავ გამოჩნდა კამერების წინ და მოვალეობების შერულებას შეუდგა. სოციალურ ქსელებში აღნიშნეს, რომ დასვენება ქეითს ძალიან მოუხდა, უფრო ლამაზი და გაახალგაზრდავებული ჩანდა.
მიუხედავად იმისა, რომ ფეხმძიმობაზე ხმები მართალი არ აღმოჩნდა, ბრიტანელები იმედს არ კარგავენ, რომ წყვილი მეოთხე შვილზე მაინც ფიქრობს. თუმცა ბოლოს დროს მომხდარმა მცირე შელაპარაკებამ მათი გულშემატკივრებს აფიქრებინა, რომ წყვილის გეგმებში კიდევ ერთი შვილი ნამდვილად არ შედის.
ლანკაშირში ვიზიტისას ქეითი რამდენიმე ადგილობრივ ოჯახს შეხვდა. ერთ-ერთს ჩვილი ბავშვი ახლდა, რომელიც ქეითმა ხელში დაიკავა და მასთან ერთად იპოზიორა.
უილიამს კი ეს ამბავი არ მოეწონა. იმ დროს, როცა ქეითს ჩვილი ჯერ კიდევ ხელში ეჭირა და ანანავებდა, უილიმმა უკმაყოფილება გამოხატა. „ნუ უბიძგებთ ჩემს ცოლს ამ იდეისკენ“ - ხუმრობით თუ სერიოზულად, სწორედ ამ სიტყვებით მიმართა ბავშვის მშობლებს პრონცმა. სხვათა შორის, ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა, როცა უილიამმა მიანიშნა, რომ მეოთხე შვილზე ნამდვილად არ ფიქრობს. მაგალითად, ბრედფორდში თაყვანისმცემლებთან საუბრისას ვინმე ჯოშ მაკპლასმა უთხრა ქეითს, რომ მისი სამივე შვილის დაბადების აღსანიშნავად სამეფო კარზე მისალოცი ბარათი გაგზავნა. თან თამამი კითხვაც მიაყოლა: „ბავშვი ნომერი ოთხი როდის გაჩნდება?“. ქეითმა კი უპასუხა: „ვფიქრობ, უილიამს მეტი შვილი არ უნდა“.
როგორც ჩანს, სამეფო კარის წარმომადგენლებიც კი ვერ აღწევენ თავს ბანალურ და უტაქტო კითხვებს, თუმცა უილიამის განწყობა ნამდვილად არ მოეწონათ ბრიტანელებს, რომლებიც სიხარულითა და ოვაციებით ეგებებიან ყოველი გვირგვინოსანი ბავშვის დაბადებას.