გერმანიაში მცხოვრები ექიმი, იაგო ფრანგიშვილი საქართველოში კოვიდინფიცირებული ბავშვების ჰოსპიტალიზაციაზე წერს და პრობლემას არასწორ მართვაში ხედავს.
"ახლა გავიგე რომ ინფექციური და ინტენსიურები კოვიდიანი ბავშვებით გადაჭედილიაო საქართველოშიო და ძალიან ვთხოვ ყველას, პრობლემა ეძებოს მანდ, ადგილზე და არა აცრაში" - წერს იაგო ფრანგიშვილი და სტატისტიკური მონაცებებიც მოჰყავს.
"გერმანიის სტატისტიკის ბუნდესამტი: 20 წლამდე ასაკის და კოვიდთან მიმართებით გარდაცვლილთა რაოდენობა 2 წლის ანუ მთელი პანდემიის მანძილზე, ანუ 2020, 2021 და ახლა 2022 წლის 21 იანვრამდე ასეთია:
მთლიანად ამ პანდემიის მანძილზე გარდაიცვალა 20 წლამდე ასაკის 53 ბავშვი/ახალგაზრდა
2020 წლის სტატისტიკით, ანუ, როცა არ იყო აცრა, გარდაცვლილთა რაოდენობა იყო 27 ბავშვი/ახალგაზრდა
ანუ, აცრას არავითარი გავლენა არ მოუხდენია კოვიდით ბავშვთა სიკვდილიანობაზე.
ახლა კი მეორე სტატისტიკა:
2019 წელს გერმანაიში 20 წლამდე ასაკის ბავშვი/ახალგაზრდა გარდაიცვალა სულ და ერთადერთ წელში
4.430, დიახ ოთხი ათასზე მეტი.
პანდემიის 2 წლის მანძილზე გერმანიაში 20 წლამდე ასაკის ბუნებრივი სიკვდილიანობა იყო დაახლოებით 8.800 და აქედან 53 არის დაფიქსირებული, რომ კოვიდ პოზიტიური ტესტი ჰქონდა.
რა ჰქონდათ სხვა დაავადების მხრივ ამ ბავშვებს/ახალგაზრდებს, ამას ეს სტატისტიკა არ გვიჩვენებს.
მიუხედავად ამისა, აბსოლუტური დამაჯერებლობით უნდა ითქვას, რომ კორონა არ უნდა წარმოადგენდეს ბავშვის ან ახალგაზრდის პრობლემას და თუ წარმოადგენს, და თუ ინტენსიურები კორონიანი ბავშვებით გადაჭედილია, ეს არის ადგილობრივი ჯანდაცვის, ადგილობრივად ინფექციის მართვის, ჰიგიენის და რა თქმა უნდა, ფულის პრობლემაც - ფულის ნაკლებობის კი არა, პირიქით, ფულის კეთების პრობლემა" - წერს იაგო ფრანგიშვილი.