ცნობილი ინფექციონისტი ბიძინა კულუმბეგოვი მოსახლეობას ამშვიდებს. მისი თქმით, შექმნილ ვითარებაში საპანიკო არაფერია და და ამის დასტურად ჰოსპიტალიზაციის შემცირებულ მაჩვენებელს ასახელებს.
"აქტიური შემთხვევები ისტორიულ მაქსიმუმზეა (70,423), კიდევ გაიზრდება! ჰოსპიტალიზაცია (6%) ისტორიულ მინიმუმზე, კრიტიკული კი (989) ყველა წინა შტამის დამსახურებაა.
გთხოვთ, ატარეთ პირბადე და ბუსტერი დაიმატეთ, ვისაც ამის დრო მოგივიდათ.
საპანიკო არაფერია, ესეც გადაივლის!" - წერს ბიძინა კულუმბეგოვი.