"ლადო კახიანი 54..." - ყოველ წელს ბავშვობის ფოტოთი იხსენებს ეკა კახიანი უდროოდ გარდაცვლილ ძმას. იმედა კახიანის ვაჟი ლადო 14 წლის ასაკში გარდაიცვალა და დიდი ტკივილი დაუტოვა ოჯახს. მსახიობი მას ხშირად იხსენებს ინტერვიუებში:
"პირველი შვილი რომ გამიჩნდა, ძალიან გავიხარე... თუმცა ახალგაზრდა კი ვერ ხვდები, რა არის ეს... ამ ამბის აღსანიშნავად წავედით კახეთში მე და ჩემი მეგობრები. ერთი კვირის მერე ჩამოვედით...
პატარა ბინა მქონდა, მაგრამ სიყვარულით ვცხოვრობდით. მერე უბედურება დაგვატყდა თავს - 14 წლის ვაჟი, ლადო გამოგვეცალა ხელიდან...
დროდადრო მძიმდება სული... მაგრამ გაჩნდა ერთი, მეორე, მესამე შვილიშვილი... არ შემეძლო, მათთვის ცხოვრება დამემძიმებინა... კაცის ვალია, სხვაზე იფიქრო და მარტო შენს თავზე არა..." - იხსენებს იმედა კახიანი.
იმედა კახიანი შვილთან ერთად