მედიაში დღეს მძიმე კადრები გავრცელდა, სადაც ჩანდა თუ როგორ ცდემდა პოლიციელი მოქალაქეს. "ტვ პირველის" ინფორმაციით, ძალადობის მსხვერპლი მოზარდი იდენტიფიცირებულია.
"ყრუთა კავშირის" ინფორმაციით, ეს არის 17 წლამდე ახალგაზრდა, რომელიც უბინაოა და ქუჩაში ცხოვრობს. კავშირის პრეზიდენტი, მაია მეტონიძე, აცხადებს, რომ 17 წლის ლევან ა.-ს პრობლემები სამართალდამცველებათან ადრეც ჰქონია.
"ეს ახალგაზრდა არის 17 წლის ლევან ა., ის უფრო მეტყველ პირებთან მეგობრობს. მათთან ერთად მოძრაობს, სახლი არ აქვს და ქუჩაში ცხოვრობს. მას პრობლემები ჰქონდა სამართლებრივ ასპექტში, თავშესაფარში იყო და გამოიქცა"- მაია მეტონიძე "ტვ პირველთან."
განაგრძეთ კითხვა