გადავლენ თუ არა სკოლები ონლაინსწავლების მოდელზე - თამარ გაბუნიას პასუხი
გადავლენ თუ არა სკოლები ონლაინსწავლების მოდელზე - თამარ გაბუნიას პასუხი
კორონავირუსით ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა საქართველოში 15 762. ბუნებრივია, პირველი კითხვა რაც მშობლებს უჩნდებათ, გადავლენ თუ არა სკოლები ონლაინსწავლების რეჟიმზე.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და სკოლებში დასწრებულ რეჟიმში სწავლასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ჯერჯერობით ცვლილება არ იგეგმება:

"სკოლებთან დაკავშირებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კვლავაც მაქსიმალურ მზაობას გამოხატავს და ბუნებრივია, ჩვენც ამ მზაობას ვადასტურებთ, რადგან მათ აქვთ მექანიზმები როგორც ონლაინ რეჟიმზე გდასვლის, ასევე ადგილზე სწავლების გაგრძელების. გასული კვირის ანალიზი მიუთითებს, რომ სკოლებმა სწრაფად მოახერხეს ადაპტირება, რამდენიმე მათგანი სრულად ონალინ რეჟიმზე გადავიდა, ნაწილი ჰიბრიდულ მოდელზე რჩება. ამდენად, სკოლები
შერეული ფორმით გააგრძელებენ მუშაობას." - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

altდაიხურება თუ არა საბავშვო ბაღები კორონავირუსის გაზრდილი მაჩვენებლის გამო - მშობლების მთავარ შეკითხვას თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტო პასუხობს


8666
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (8)
ნინია
0
ჩვენნაირი უკუღმართი ერი არ არსებობს, როცა ონლაინ იყო რას ჰქვია ონლაინ სწავლება სკოლებში გვინდა ბავშვებიო( გეგონება ჩვენთან სკოლებში სანიმუშო განათლებას აძკევდნენ), ეხლა 15000 ინფიცირებულის დროს ჩვენი დიდად განათლებული და დასაცინი განათლების სამინისტრო აცხადებს სკოლები არ დაიხურებაო და ხალხი გაჰკივის დახურეთ დახურეთო. ეხლა ის დედები გააგდეთ სკოლებში და დააჯინეთ( ბავშვებს რას ვერჩი), ვინც პანდემიის დროს გამოთრეული იყო მიტინგებზე და ყვიროდა სკოლაში სწავლა განაახლეთო
20:53 / 26-01-2022
კიოსერა
5
ყველაფერში რომ დასავლეთს ბაძავთ, აღარაა არსად ეს ონლაინსწავლა, არ ამართლებს ეს იდიოტური შეზღუდვა–კარანტინები. ისრაელში 4–ჯერაა უკვე დედაბუდიანად ყველა აცრილი და რეკორდებს ხსნის დაავადებულთა რიცხვით. ადამიანის იმუნიტეტი ეწყობა ამ ახალ ვირუსზე და მალე სეონური გრიპივით იქნება. ეს ონლაინ სწავლა (სინამდვილეში უსწავლელობა) კი ბევრად დიდ ზიანს მოიტანს.
10:08 / 26-01-2022
მსგავსი სიახლეები