ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და სკოლებში დასწრებულ რეჟიმში სწავლასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ჯერჯერობით ცვლილება არ იგეგმება:
"სკოლებთან დაკავშირებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კვლავაც მაქსიმალურ მზაობას გამოხატავს და ბუნებრივია, ჩვენც ამ მზაობას ვადასტურებთ, რადგან მათ აქვთ მექანიზმები როგორც ონლაინ რეჟიმზე გდასვლის, ასევე ადგილზე სწავლების გაგრძელების. გასული კვირის ანალიზი მიუთითებს, რომ სკოლებმა სწრაფად მოახერხეს ადაპტირება, რამდენიმე მათგანი სრულად ონალინ რეჟიმზე გადავიდა, ნაწილი ჰიბრიდულ მოდელზე რჩება. ამდენად, სკოლები