სიახლეებიკალეიდოსკოპი
გადავლენ თუ არა სკოლები ონლაინსწავლების მოდელზე - თამარ გაბუნიას პასუხი
გადავლენ თუ არა სკოლები ონლაინსწავლების მოდელზე - თამარ გაბუნიას პასუხი
კორონავირუსით ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა საქართველოში 15 762. ბუნებრივია, პირველი კითხვა რაც მშობლებს უჩნდებათ, გადავლენ თუ არა სკოლები ონლაინსწავლების რეჟიმზე.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და სკოლებში დასწრებულ რეჟიმში სწავლასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ჯერჯერობით ცვლილება არ იგეგმება:

"სკოლებთან დაკავშირებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კვლავაც მაქსიმალურ მზაობას გამოხატავს და ბუნებრივია, ჩვენც ამ მზაობას ვადასტურებთ, რადგან მათ აქვთ მექანიზმები როგორც ონლაინ რეჟიმზე გდასვლის, ასევე ადგილზე სწავლების გაგრძელების. გასული კვირის ანალიზი მიუთითებს, რომ სკოლებმა სწრაფად მოახერხეს ადაპტირება, რამდენიმე მათგანი სრულად ონალინ რეჟიმზე გადავიდა, ნაწილი ჰიბრიდულ მოდელზე რჩება. ამდენად, სკოლები
შერეული ფორმით გააგრძელებენ მუშაობას." -
განაცხადა თამარ გაბუნიამ.

altდაიხურება თუ არა საბავშვო ბაღები კორონავირუსის გაზრდილი მაჩვენებლის გამო - მშობლების მთავარ შეკითხვას თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტო პასუხობს


ბეჭდვა