ახალგაზრდა მილიარდერის ვაჟს გაყინულ მდინარეზე სეირნობისას ყინული ჩაუტყდა და დაიხრჩო. შემთხვევა 24 იანვარს ლენინგრადის ოლქში მოხდა, გაყინულ მდინარე ნევაზე. 8 წლის ტყუპი 25 წლის დეიდასთან ერთად მდინარის გაყინულ ზედაპირზე სეირნობდა. გოგონამ როგორც კი ყურადღება მოადუნა, ერთ-ერთი ტყუპი ნავსაბმელზე აძვრა და იქედან ჩამოხტა. ყინული გაიბზარა და ბიჭუნა წყალში ჩავარდა. დეიდამ მისი გადარჩენა სცადა, თავადაც გადახტა წყალში, თუმცა ბავშვის დაჭერა ვერ მოასწრო. როგორც მაშველებმა აღნიშნეს, გოგონა თავადაც ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს გაყინულ წყალში. აღმოჩნდა, რომ ტყუპის მამა 49 წლის მილიარდერი ბიზნესმენი, სტანისლავ ლოგუნოვია. ის ასევე ცნობილი მეცენატია და დაავადებული ბავშვებისთვის საქველმოქმედო ფონდიც აქვს დაარსებული. ბიჭუნას სხეულს 24 საათია 40-მდე მაშველი ეძებს. საქმე კი გაუფრთხილებლობით გამოწვეული სიკვდილის ბრალდებით აღიძრა.