მოდელმა თამუნა ვაშალომიძემ და მისმა ოჯახმა სულ ახლახან გადაიტანეს კოვიდი. როგორც თამუნა ამბობს, კოვიდის შემდეგ ორი კილოგრამი დაიკლო. ამჟამად ოჯახის წევრები თავს კარგად გრძნობენ. ინსტაგრამზე გამომწერებს თამუნამ იმ ვიდეოზეც უპასუხა, რომელიც ბოლო დროს გავრცელდა - მისი ინტერვიუს ამონარიდში მოდელი ქალიშვილთან ერთად ზის და საუბრობს იმაზე, არსებობს თუ არა თოვლის ბაბუა. ვიდეოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა მოდელი ამბობს, რომ ამ ინტერვიუს ჩაწერის დროს სოფია მას არ უსმენდა და შესაბამისად, არც გაუაზრებია მისი ნათქვამი თოვლის ბაბუას არსებობის შესახებ.