"საქმემ და კარიერამ დაანგრია ჩვენი ოჯახი... კონსტანტინემ და ბრეჟნევამ ცხოვრების 10 წელი მომპარეს" - მელაძის ყოფილი ცოლი ქმრის საშინელ ღალატს იხსენებს - მშობლები

"საქმემ და კარიერამ დაანგრია ჩვენი ოჯახი... კონსტანტინემ და ბრეჟნევამ ცხოვრების 10 წელი მომპარეს" - მელაძის ყოფილი ცოლი ქმრის საშინელ ღალატს იხსენებს

2022-02-07 11:03:03+04:00
კომპიზიტორისა და პროდიუსერის კონსტანტინე მელაძის ქორწინებას მომღერალ ვერა ბრეჟნევასთან დღეს იდეალურს უწოდებენ. თუმცა იყო დრო, როცა ვერას ოჯახის დამანგრეველს, კონსტანტინეს კი მოღალატეს უწოდებდნენ.
ყველამ იცის, რომ წყვილის სამსახურებრივი რომანი 10 წლის განმავლობაში ჩუმად მიმდინარეობდა - იმ დროს, როცა ორივეს ჰყავდა მეუღლე და ოჯახი.
მალვა თავიდან კარგად გამოსდიოდათ, რადგან მელაძის ყოფილი მეუღლე ინა სუმი ვერაფერს ეჭვობდა. მოგვიანებით, როცა საზოგადოებისთვის ბევრი რამ ცხადი გახდა, იანა მაინც ვერ იჯერებდა. ბოლოს კი თავად დაურეკა მეტოქეს და პირადად ჰკითხა, რა ხდებოდა სინამდვილეში.
mshoblebi
”ჩვენს უმცროს შვილზე, ვალერიზე ვიყავი ფეხმძიმედ. ქმართან ურთიერთობაში კრიზისი აშკარა იყო. ვიფიქრე, რომ ეს დროებითი გატაცება იყო, სისუსტე. თუმცა ჩემს ზურგსუკან რომ მეორე ცხოვრება ჰქონდა გაჩაღებული, ეს ძალიან გვიან გავიგე. ის ქალი ვარ, ეჭვიანობის დროს ქმრის ტელეფონის გაჩხრეკას რომ არ ითაკილებს. ჰოდა ერთხელაც ავკრიფე მისი ნომერი და ბრეჟნევას პირდაპირ ვუთხარი: ”თქვენთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს. რომ გირეკავთ, ესეც დამამცირებელია ჩემთვის, მაგრამ წავედი ამ ნაბიჯზე რადგან მაინტერესებს, რა ხდება ჩემს ოჯახში”. პაუხად ტყუილი მივიღე. მითხრა, საქმიანი ურთიერთობა გვაქვს, მამა-შვილური, სხვა არაფერი” - იხსენებს მელაძის ყოფილი მეუღლე.
დრომ აჩვენა, რომ მელაძე-ბრეჟნევას ქორწინება მყარი და ბედნიერი აღმოჩნდა. მათი რომანი 2015 წელს გამჟღავნდა, როცა წყვილი ჩუმად იტალიაში გაიპარა და საიდუმლოდ დაქორწინდა. თაფლობის თვეც იქ გაატარეს და პატარა ვილაც შეიძინეს. ისინი პაპარაცებმა გამოიჭირეს.
თუმცა იანასთვის ქმრის გეგმები ამ დროს უკვე ცნობილი იყო. ვერა მას თავის ფეხით მიადგა სახლში.
”ჩემთან მოვიდა, რათა იატაკქვეშა ურთიერთობა ორივეს მობეზრდა. ერთადერთი კითხვა მქონდა: ”ხომ დაგირეკე მაშინ... დათვალე, რამდენი წელი მომპარეთ, თითქმის 10”. თვალებგაფართოებულმა გამცა პასუხი ”ჩავთვალე, რომ მაშინ ასე სჯობდა ყველასთვის”. ამაზე კომენტარიც ზედმეტია. მიხვდი, რომ მათზე ჩემი დროის, ჩემი ფიქრების მინიმუმიც არ უნდა დამეხარჯა.” - ამბობს იანა, რომელიც თავის დროზე 18 წლის ასაკში გაიცნო 30 წლის კონსტანტინემ და მალე ცოლად მოიყვანა. წყვილს სამი საერთო შვილი ჰყავს, ორი უფროსი ქალიშვილი და ვაჟი ვალერი, რომელსაც აუტისტური სპექტრის აშლილობის დიაგნოზი აქვს.

mshoblebi
”ჩვენი ოჯახი საქმემ, კარიერამ, სამსახურმა დაანგრია. კოსტია მუდმივად საქმეებზე იყო გადართული, წავიდოდა ორი კვირით გასტროლებზე და ნახევარი წლის შემდეგ ბრუნდებოდა. ამიტომ ვფიქრობ, ის და ბრეჟნევა შესაფერისი წყვილია - ერთი საქმე აერთიანებთ და ერთმანეთი მუდამ გვერდით ჰყავთ” - ამბობს იანა, რომელიც უკვე ხუთი წელია, მეორედ დაქორწინდა. ახალმა რჩეულმა მალე გამონახა საერთო ენა იანას შვილებთან და ერთად ჰარმონიულად ცხოვრობენ. ”ოლეგს გოგონებთან ერთად სახლში დავუტოვებივარ და მთელი ღამით თვითონ ადგა თავს საავადმყოფოში მწოლიარე ვალერის. სრულიად მშვიდად ვიყავი, რადგან ვიცი, ჩემი მეუღლე ყოველთვის იზრუნებს ჩემს შვილებზე, განსაკურებით - ვალერიზე” - აცხადებს მელაძის ყოფილი ცოლი.
რაც შეეხებათ მელაძესა და ბრეჟნევას, იანას ნამდვილად არ ეჩვენება, რომ წყვილმა მართლაც ბედნიერება იპოვა.

mshoblebi
”ბევრჯერ დამასახელეს ყველაზე ლამაზ ქალად. არაერთხელ მივიღე ულამაზესი ქალის ტიტული, მაგრამ თავს ლამაზ ქალად არასდროს ვგრძნობდი, პირიქით, სულ ვეძებდი და ვამჩნევდი ჩემს ნაკლოვანებებს. კოსტიასთან ვიგრძენი, რომ სწორედ ამ ნაკლოვანებებშია ჩვენი სილამაზე. დღეს თავს ყველაზე მომხიბვლელ და რეალიზებულ ქალად ვთვლი და ეს ჩემი ქმრის დამსახურებაა” - ამბობს ბრეჟნევა, თუმცა ძალიან წუხს, რომ კონსტანტინესთან საერთო შვილი არ ჰყავს. „რატომაც არა, რომელ ქალს არ უნდა ოჯახის
გამრავლება“ - ამბობს ბრეჟნევა, თუმცა არ მალავს, რომ ვერ ფეხმძიმდება.

mshoblebi
„პატარა გოგო აღარ ვარ, ბავშვის გასაჩენად მხოლოდ სურვილი არ კმარა, ამისთვის სხვა ძალებია საჭირო“ - ამბობს ის ერთ-ერთ ინტერვიუში. ვერა ბრეჟნევამ პირველი შვილი 19 წლის ასაკში გააჩინა, 2009 წელს კი მეორე ბავშვი ეყოლა. კონსტანტინე მელაძეს კი 3 შვილი ჰყავს.


altკონსტანტინე მელაძის 17 წლის გოგონას სცენაზე გამოსვლა ცრემლებით დასრულდა (ვიდეო)