15 წლის ინდოელი ბიჭი აბიგია ანანდი უკვე მთელ მსოფლიოში ცნობილია ნათელმხილველობის ნიჭით. ჯერჯერობით უცნობია, რა ეხმარება ამაში მოზარდს - ვუნდერკინდის უნიკალური აზროვნება, ზეციური ძალები თუ ბუნებრივი ალღო. ფაქტია, მისი ნაწინასწარმეტყველები ამბების უმრავლესობა მართლაც ხდება. თვითონ ამბობს, რომ ვარსკვლავები ეხმარებიან - ის პლანეტების მდებარეობას აკვირდება. მაგალითად, გლობალურ ცვლილებებზე იუპიტერი და სატურნი არიან პასუხისმგებელნი, მარსი კი - აგრესიასა და ომზე.
აბიგია ადრე ამბობდა, რომ 2020-ში ეპიდემია დაიწყებოდა. უფრო კონკრეტული თარიღიც დაასახელა - 2019 წლის ნოემბრიდან 2020 წლის გაზაფხულამდე პერიოდი. და რომ საშიში ვირუსის წინააღმდეგ არ იყო წამალი, ხოლო ვაქცინას გარკვეული დროის შემდეგ გამოიგონებდნენ. ბიჭი არწმუნებდა საზოგადოებას, რომ კაცობრიობას რამდენიმე წელი გაუჭირდებოდა ამ დაავადებასთან ბრძოლა. მაშინ იუთუბზე მის მიერ გავრცელებულ ვიდეოს ასე ერქვა: „სერიოზული საფრთხე მსოფლიოსთვის, 2019 წლის ნოემბრიდან 2020 წლის აპრილამდე".
როცა ეს ხილვა ახდა, მისი ყველამ ირწმუნა და 2022 წლის დადგომის წინაც დაეკითხნენ აზრს.
აბიგიამ თქვა, რომ 2022 წელი ისტორიაში შევა, მაგრამ ამისთვის საჭირო იქნება გარკვეულ სირთულეებთან შეგუება. "2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის აპრილამდე პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ის შემდგომ 400 წელზე მოახდენს გავლენას", - აღნიშნა აბიგიამ თავის იუთუბ-არხზე. მისივე თქმით, პლანეტები ისეა განლაგებულია, დიდია მასშტაბური კატასტროფების და სერიოზული ძვრების შანსი. ეს ყველაფერი ომსა და შიმშილს მოიტანს. თუ უკრაინა-რუსეთის ამბებს გადავხედავთ, რომელმაც მთელ მსოფლიოზე უკვე მოახდინა გავლენა, აბიგაის წინასწარმეტყველება აქაც ძალიან ახლოსაა სიმართლესთან. აბიგაი ხშირად საუბრობს იმაზე, რომ ადამიანებმა ბუნებრივი რესურსების სწორად გამოყენება უნდა ისწავლონ, რათა გადაურჩნენ სერიოზულ ცვლილებებს დედამიწაზე და რომ კაცობრიობა სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ხელოვნური ინტელექტის განვითარებას. "მოაგროვეთ წვიმის წყალი. ისწავლეთ ენერგიის მიღება მზის ბატარეებით ან გენერატორით".
ბიჭუნა ჯერ კიდევ დაბადებიდან ვუნდერკინდად აღიარეს. ოჯახს სურდა, რომ მას ადრეული ასაკიდან მიეღო სათანადო განათლება, რადგან ამის დიდი მოთხოვნილება ჰქონდა. 7 წლისამ ინდოეთის ძველ ტაძრებში სიარული დაიწყო და მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ენა, სანსკრიტი შეისწავლა. 10 წლისა ასტროლოგიის კურსებზე ჩაეწერა. პარალელურად, ბრწყინვალედ სწავლობდა სკოლაში.