"მარიტა, მე და გალა გილოცავთ დაბადების დღეს. მიყვარხარ უზომოდ. 20 წლის" - ასე ულოცავს მეუღლეს დაბადების დღეს მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი. მარიტა მელიქიშვილი კი სანთლის ჩაქრობის ვიდეოსაც ავრცელებს.
წყვილს ცოტა ხნის წინ გაუჩნდა პირველი შვილი - ვაჟი, რომელსაც გალაკტიონი დაარქვეს და მოფერებით გალას ეძახიან.
გიორგიმ და მარიტამ გადაწყვიტეს, სწორედ ამ დღეს წარედგინათ საზოგადოებისთვის გალა, რომლის ფოტოებსაც მანამდე არ ასაჯაროებდნენ. "გალამ გადაწყვიტა, დღეს გაეცნოს ფართო საზოგადოებას, დედიკოს დაბ დღეზე" - წერს გიორგი.