12 შვილის დედა ომში ჩაერთო და ოკუპანტებთან ბრძოლას შეეწირა: "სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე მისწერა შვილებს"
12 შვილის დედა ომში ჩაერთო და ოკუპანტებთან ბრძოლას შეეწირა: "სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე მისწერა შვილებს"
უკრაინიდან კიდევ ერთი უმძიმესი ამბავი გავრცელდა. 12 შვილის დედა, სამხედრო მედდა ოლგა სემიდიანოვა სამხედრო მოქმედებისას დაიღუპა.
სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე თავისი ზურგჩანთა გაუგზავნა შვილებს და მისწერა, რომ ძალიან უყვარს ისინი, თავად კი ცხელ წერტილში აპირებდა გადანაცვლებას. მას შემდეგ კონტაქტზე აღარ გამოსულა.
„ბრძოლის დროს უკან დახევის ბრძანება გასცეს და ქალებს წინა ხაზიდან მოშორებით გადასვლა უბრძანეს. მაგრამ დედამ უარი თქვა. მას ჯავშანჟილეტი ეცვა და ჩაფხუტიც ეხურა. ბოლო წუთამდე ეხმარებოდა მებრძოლებს, მაგრამ ბრძოლაში ოკუპანტებმა მოკლეს. ის ცეცხლსასროლი იარაღიდან ქვეითმა დაჭრა. დედა მაშინვე არ
მომკვდარა, ის სისხლისგან დაიცალა, რადგან
მუცელში ძალიან ღრმა და სერიოზული ჭრილობა ჰქონდა“ - უამბო ჟურნალისტებს მისმა ქალშვილმა იულიამ.
ოლგა ზაპოროჟიელი იყო. 19 წლის ასაკში გათხოვდა და 5 შვილი გააჩინა. 2008 წელს ოჯახთან ერთად ქალაქ მარგანეცთან გადავიდა და იქ მეექვსე შვილი შეეძინა. მას და მის მეუღლეს 6 ბიოლოგიური შვილი ჰყავდათ, 6 ბავშვი კი იშვილეს.
„ჯერ კიდევ ფეხმძიმედ იყო, როცა მან და მამამ სხვა ბავშვების შვილად აყვანა გადაწყვიტეს. ჩვენც მხარი დავუჭირეთ და ბავშვთა სახლიდან 6 ბიჭი წამოვიყვანეთ. ყველა რთული ბავშვი იყო. ისინი 11-12 წლისები იყვნენ, ფსიქლოგიური ტრავმებით. ასე მივიღეთ საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის სტატუსი. დედამ მთელი ცხოვრება ოჯახს და შვილებს მიუძღვნა“ - ამბობს მისი კიდევ ერთი ქალიშვილი ანა.
mshoblebi
ოლგას მეუღლე ჯერ კიდევ 2015 წელს მოხალისედ შეუერთდა სამხედრო ბატალიონს და მალე ცოლსაც შესთავაზა იქ გადასვლა. 2016-ში ოლგა ფრონტზე ქალიშვილთან, იულიასთან ერთად წავიდა.
მისი შვილების გადმოცემით, ის ძირითადად წინა ხაზზე იყო და როგორც სამხედრო მედდა, დაჭრილებს ეხმარებოდა. ბატალიონში მიიღო საჭირო სამედიცინო განათლებაც. სიმამაცისთვის, გმირობისთვის, პროფესიონალიზმისთვის ოლგას არაერთი ჯილდო აქვს მიღებული. მათ შორის „ღირსებისა და დიდების“ ორდენი, რითაც ყველაზე მეტად ამაყობდა. ის 48 წლის იყო.

24038
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (18)
ნუ ლანძღავთ ერთმანეთს
1
ძალიან დაბალი ხარისხის პოლიტიკოსებია მსოფლიოში აქამდე რომ მივიდა საქმე.
12:59 / 19-03-2022
ლუხო
4
А. Блок რუსეთი მხოლოდ, მსოფლიოში თავის თავს ხედავს, ატომის ფრთებით კოსმისშია რადგან გასული, ქრისტიანობაც ძველ ჭუჭყივით ჩამოირეცხა, თვით უწარსულოს არ ადარდებს სხვისი წარსული. . . .დიდო რუსეთო იკმარე რაც გიპყრია სივრცე, კვლავ მონღოლების და სკვითების ქვეყნად არ იქცე!
14:54 / 18-03-2022
მსგავსი სიახლეები