საქართველოში 10 აპრილიდან გამოიდარებს - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ განგვიცხადა:
"ხვალ და ზეგ წვიმაა მოსალოდნელი როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. 10 აპრილიდან კი გამოიდარებს, თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება მთელ საქართველოში. ხვალ და ზეგ დასავლეთსა და აღმოსავლეთ საქართველოში +17, +22 გრადუსის ფარგლებშია ტემპერატურა მოსალოდნელი. 10 აპრილიდან კი კიდევ მოიმატებს." - გვითხრა სვეტლანა ნიორაძემ.
როგორც მან ჩვენთან
საუბრისას განაცხადა, აპრილში ტემპერატურა ერთი გრადუსით მაღალი იქნება კლიმატურ ნორმასთან შედარებით, ხოლო ნალექები ნორმაზე ნაკლები და მასთან ახლოსაა ნავარაუდევი და შესაძლებელია დასავლეთ საქართველოში 32 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოში კი 28 გრადუსამდე მოიმატოს ტემპერატურამ.
თამარ იაკობაშვილი