არის შემთხვევები, როდესაც საჭირო სააფთიაქო პროდუქტებიდან ყველა ერთ ფილიალში არ გვხვდება ან საჭირო რაოდენობა არ არის. ასეთ დროს დიდი დისკომფორტია მათი შეგროვება და დროის ხარჯვა.
ჯპს გთავაზობთ თქვენ კომფორტზე მორგებულ სერვისს. თუ საჭირო პროდუქტი კონკრეტულ ფილიალში არ დაგხვდათ, შეგიძლიათ ფარმაცევტს დაუფიქსიროთ შეკვეთა, დაუტოვოთ მისამართი და ჩვენ თავად მოვიძიებთ ქსელში თქვენთვის საჭირო პროდუქტებს, შეგიგროვებთ და მოგიტანთ სასურველ მისამართზე.
ამ ეტაპზე პროექტი აქტიურია თბილისის მასშტაბით და რაც მთავარია, 50 ლარის ან მეტ შენაძენზე მიწოდება სრულიად უფასოა.