კრისტი ტარლინგტონი დღეს მეუღლე და დედაა, რომლის ქალიშვილიც სამოდელო სფეროში წარმატებულ ნაბიჯბს დგამს. თავად მან ი უამრავი ადამიანის გული დაიპყრო და ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია. სუპერმოდელი იყო დიდი ანაზღაურებით და ყველა იცნობდა.
1969 წლის 2 იანვარს კალიფორნიაში დაიბადა. მამამისი ავიაკომპანია Pan Am-ის პილოტი, ხოლო დედა ბორტგამცილებელი იყო. კრისტი ოჯახში შუათანა შვილი იყო და ბავშვობა ძირითადად კალიფორნიაში გაატარა.
მისი ასაკის ბევრი გოგონას მსგავსად, მასაც უყვარდა ცხენები. მაგრამ ყველაფერი მულტფილმებითა და სათამაშოებით არ შემოიფარგლებოდა - კრისტი ცხენოსნობით იყო დაკავებული და თითქმის მთელ თავისუფალ დროს თავლაში ატარებდა. სწორედ ამ ჰობიმ მიიყვანა იგი სამოდელო ბიზნესში. 1982 წელს მაიამის ერთ-ერთ კონკურსზე (იმ დროს კრისტი 13 წლის იყო) იგი შენიშნა ფოტოგრაფმა, დენი კოდიმ.
მომავალი სუპერმოდელის კარიერა სან-ფრანცისკოს მცირე სააგენტოსთან მოკრძალებული კონტრაქტით დაიწყო. მაგრამ მომდევნო წელს, კრისტი ინდუსტრიის სერიოზულმა მოთამაშეებმა აიყვანეს- იგი ნიუ-იორკში Ford Models სააგენტოში გადავიდა. თუმცა, 14-16 წლამდე მოდელობა მის ჰობად რჩებოდა.
შედეგმაც არ დააყოვნა. 1986 წელს კრისტი Vogue-ის გარეკანზე ჩნდება- მის კარიერაში შემდეგ ათასზე მეტი პრიალა ყდა და აღიარება იყო. 1988 წლიდან კი აქტიურად გამოდის Chanel-ის, Christian Lacroix-ის და Versace-ს ჩვენებებზე. კოსმეტიკური ბრენდები უბრალოდ ეთაყვანებოდნენ მის სილამაზეს.
"ის ყოველთვის ძალიან მიმზიდველი იყო როგორც მამაკაცებისთვის, ასევე ქალებისთვის. იგი დიდი ხნის წინ, როდესაც ძალიან ახალგაზრდა იყო, მაშინ ავარჩიე, რადგან დავინახე, რომ საოცარი ინტელექტი და უნარები ჰქონდა." - ამის შესახებ თავად კელვინ კლაინმა ისაუბრა, რომელთანაც მრავალი წელი ითანამშრომლა მოდელმა.
მოდელების ტრიო, ნაომი კემპბელი, ლინდა ევანგელისტა და კრისტი ტარლინგტონი, 1990-იანი წლების ეპოქის ერთ-ერთი სიმბოლო იყო. თუმცა, თავად კრისტი, როგორც მან მოგვიანებით აღიარა, ყოველთვის არ გრძნობდა თავს კომფორტულად სუპერმოდელების სამყაროში და განსაკუთრებული ყურადღება და ძვირადღირებული ნივთები არ მოსწონდა.
1990-იან წლებში, როდესაც მოდელები პოპულარობით თითქმის უტოლდებოდნენ კინოსა და მუსიკის ვარსკვლავებს, ხშირად მონაწილეობდნენ პოპულარული შემსრულებლების ვიდეოკლიპებში - მარტო ჯორჯ მაიკლის კლიპები რად ღირს! 1993 წელს ჟურნალმა People-მა კრისტი "მსოფლიოს 50 ყველაზე ლამაზი ადამიანის" სიაში შეიყვანა, ხოლო 1994 წელს, კარიერის მწვერვალზე, კრისტიმ მოულოდნელად მცირე შესვენება და სწავლისთვის დროის დათმობა გადაწყვიტა. იგი ნიუ-იორკის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, სადაც საბოლოოდ მოიპოვა ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი შედარებითი რელიგიისა და აღმოსავლური ფილოსოფიის მიმართულებით. როგორც ჩანს, ეს კრისტისთვის არც ისე რთული არჩევანი ყოფილა.
"ბევრი მოდელი, რომელსაც ვიცნობდი, შეუმდგარი ოჯახებიდან იყო. ეს მნიშვნელოვნად აისახება იმაზე, თუ როგორ იქცევით საკუთარ თავთან და რა გადაწყვეტილებებს იღებთ. მე უბრალოდ არ შემეძლო გამეკეთებინა ის, რაც მხოლოდ სილამაზისა და ფულის გარშემო ტრიალებს. მაგრამ ზოგიერთ მშობელს ზოგჯერ აქვს ეგოიზმის ასეთი შეტევები. ჩემი მშობლები კი ყოველთვის მეუბნებოდნენ: "ვიცოდით, რომ თავი მხრებზე გქონდა". - გაიხსენა კრისტიმ.
"ვგრძნობდი, რომ მჭირდებოდა მსოფლიოსთვის დამემტკიცებინა, რომ უბრალოდ გარეგნობაზე მეტი მქონდა. ეს დიდი მოტივაცია იყო. 30 წლის ასაკში დავამთავრე უნივერსიტეტი და ცხოვრებას უნდა დავწეოდი." - ამბობდა მოდელი ერთ-ერთ ინტერვიუში.
განაგრძეთ კითხვა