1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა."ადამიანი ისე როგორ უნდა მოკვდეს, რომ საკუთარი კვალი არ დატოვოს“, - ეს ფრაზა 1989 წლის 9 აპრილის დარბევისას მოკლული, ყველაზე პატარა გმირის, ეკა ბეჟანიშვილის დღიურიდანაა. ფრაზა, რომელიც 16 წლის გოგონას წინასწარმეტყველებად ექცა და საკუთარი სახელი და გვარი მთელ საქართველოს დაამახსოვრა. დღიური ეკას დედამ, ლალი ყანჩაველმა, შვილის გარდაცვალებიდან 2 წლის შემდეგ, შემთხვევით იპოვა.ლალი ყანჩაველი გვეუბნება, რომ ეკას დღიურის შესახებ საუბარი არ უყვარს, რადგან გოგონა ამ დღიურს საგულდაგულოდ მალავდა.ტრაგედიიდან 33 წლის შემდეგ, დღიურიდან რამდენიმე ფრაზას Ambebi ge-ის მკითხველს პირველად უზიარებს."სახლის დალაგების დროს შემთხვევით ვიპოვე დღიური. არ ვიცი რატომ, მაგრამ ყველა ფრაზის შემდეგ მრავალწერტილს წერდა. ერთი ასეთი ფრაზა ეწერა: "ღამე ერთია და 16-ჯერ მეღვიძება". ზუსტად 16 წლის გარდაიცვალა. დღიურში ასევე წერდა სიზმარზე, რომელიც ამ ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე ესიზმრებოდა.განაგრძეთკითხვა
ორსული გოგონა და 16 წლის მოზარდები - 9 აპრილის პატარა გმირები